ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
თეთრი მღვიმის ბუნების ძეგლი
იმერეთი

ღირსშესანიშნაობა: თეთრი ქათქათა ფერის ნაღვენთებით გამორჩეული ქვედაცარცულ კირქვებში გამომუშავებული 25 მეტრის და 3,5 მ-ის სიმაღლის  მღვიმეა, რომლის შესასვლელი 2 მ-ის დიამეტრის შვეული ხვრელით უკავშირდება ვრცელ, ჰორიზონტალურ ფსკერიან დარბაზს. მღვიმე საინტერესოა ძველი სიფონური არხების მრავალფეროვნებით.  მღვიმე გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით.  გასულ საუკუნეში აქ მკურნალობდნენ ბრონქულ ასთმით და ჰიპერტონიით დაავადებულ პაციენტებს. იგი მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგენს, სადაც  მოპოვებულია მღვიმური დათვის, ირმის, ბიზონის, მგლის, მელას, კურდღლის ძვლები, ასევე  კერამიკის ნაშთები.

მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, ქ. წყალტუბოდან ჩრდილო-აღმსავლეთით 1,6 კმ, 140 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 19.769 E42 37.033

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო. თბილისიდან წყალტუბო დაშორებულია 257 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ და 30 წთ;
ქ. წყალტუბო - თეთრი მღვიმის ბუნების ძეგლი - 1.5 კმ, ხანგრძლივობა - 10 წთ;

ღამისთევა:  ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. წყალტუბოში ან ქ. ქუთაისში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

საკონტაქტო ინფორმაცია: იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია
ტელ: 577 10 18 06
ელ-ფოსტა: info@apa.gov.gezkvantaliani@apa.gov.ge 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.