ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ღვინის ტურიზმი
აჭარა

აჭარული ღვინო

დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერას წარმოადგენს აჭარა. აჭარაში მევენახეობის ისტორიულ კერად მიჩნეულია ქედის მუნიციპალიტეტი, რომლიც აჭარისწყლის ხეობაში მდებარეობს. ქედაში  წარმოებული ღვინის უნიკალური სახეობები „ქედის ცოლიკაური“ და „ჩხავერი“ დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორ ქართველ, ასევე უცხოელ მომხმარებლებში.

ცოლიკაური

ცოლიკაური თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, ის ქედის მუნიციპალიტეტში ფართოდაა გავრცელებული. ცოლიკაური საგვიანო სიმწიფის ჯიშია. მისგან ამზადებენ ადგილობრივი და ევროპული ტიპის სუფრის და ბუნებრივად ნახევრად ტკბილ ღვინოებს. ცოლიკოურს, როგორც უძველეს ქართულ ჯიშს, აქვს მრავალი ვარიაცია და კლონი.

ჩხავერი

ჩხავერი ვარდისფერყურძნიანი ვაზის ჯიშია. იგი იძლევა მაღალხარისხოვან საღვინე მასალას. „ჩხავერი“ არის ღია ჩალისფერი ღვინო ვარდისფერი ელვარებით, მეტად ნაზი, ჰარმონიული ბუკეტით და გამოირჩევა არომატით. მტევანი ცილინდრულ-კონუსურია, მარცვალი - მუქი წითელია, ვარდისფერი იერით, სქელკანიანი, წვნიანი, ტკბილი გემოთი. მევენახეობა-მეღვინეობის პოპულარიზაციის მიზნით 2011 წელს ამოქმედდა  აჭარული ღვინის სახლი“ (მისამართი: ხელვაჩაურის რეგიონი, სოფ. აჭარისწყალი (ბათუმიდან 20 კმ.). აქ ფუნქციონირებს  ღვინის მინი-საწარმო, რომელშიც  უნიკალური ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინო ,,ჩხავერი“ წელიწადში დაახლოებით 40–50 ათასი ბოთლი ჩამოისხმება. ხდება ვენახის ახალი ჯიშების გამოყვანა და ასევე, ახალი საკოლექციო ღვინოების ჩამოსხმა. აქ მობრძანებულ  სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ დააგემოვნონ უნიკალური ჯიშების  ყურძნისგან დამზადებული  ღვინო, გაეცნონ აჭარულ სამზარეულოს და ხალხურ  შემოქმედებას, დაათვალიერონ აქვე გაშენებული ვენახის  –  ,,ჩხავერის“ ზვარი,  შეიძინონ ადგილობრივი ხალხური რეწვის ნივთები, აგრეთვე  მონაწილეობა მიიღონ  რთველში.

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.