ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სამეფო რეზიდენციები
იმერეთი
გეგუთის სასახლე და ოქროს ჩარდახი
 
საქართველოს მეფეთა ერთადერთი, თუმცა დღემ­დე მხოლოდ ნანგრევების სახით შემორჩენილი სასახ­ლე და რეზიდენცია. მდებარეობს ქუთაისიდან სამხრეთით 7 კმ-ზე, მდ. რიონის ნაპირზე. მოიცავს 2 000 კვ. მ. ფართობს. VIII-X სს-ში იყო აფხაზ მეფეთა სააგარაკე  სანადირო სახლი, ხოლო XI ს-დან  საქართველოს მეფეთა რეზიდენცია. `ქართლის ცხოვ­რების თანახმად, XII ს-ში აუშენებიათ ოთხიარუსიანი სამეფო ციხე-დარბაზი. სასახლის მთავარი ნაწილი იყო 14-მეტრიანი გუმბათით დაგვირგვინებული 4-მკლავიანი დარბაზი, რომლის ორივე მხარეს სათავსოები ყოფილა განლაგებული (საძინებელი ოთახი, სალარო, საგანძური, აბანო...). სასახლის დასავლეთით მდებარეობს ეკლესია (XIII-XIV სს.).
ოქროს ჩარდახი იმერეთის მეფეთა რეზიდენცია იყო. რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ქ. ქუთაისის ცენტრში, ამჟამინდელ რუსთაველისა და თეთრ ხიდებს შორის. პირველი ცნობები სამეფო რეზიდენციის შესახებ ეკუთვნით ევროპელ მოგზაურებს (იტალიელ ამბროზიო კონტარინის  XV ს. და რუს ელჩებს  ტოლოჩანოვს და იევლევს  XVII ს). რეზიდენციას რამდენიმე ძირითადი ნაგებობა ჰქონდა: წმ. გიორგის კარის ეკლესია, დიდი სახლი, მცირე სახლი და სასადილო პალატი. ეზოს ცენტრში, დიდი ჭადრების ქვეშ, რომელთაგან ერთი დღემდეა შემორჩენილი, იდგა ჩარდახი  ოთხ სვეტზე დაყრდნობილი მაგიდა სალხინებლით. გალავნის კედელში ჩართული იყო სამრეკლო და მეფის სალაროსა და სასახლის მცველებისათვის განკუთვნილი კოშკი.
სამეფო რეზიდენცია არაერთხელ დაზიანდა XVII ს-ში. XIX საუკუნეში რეზიდენციის ნაგებობათაგან მცირე სახლი, კარის ეკლესია და სამრეკლო იყო გადარჩენილი.
რეზიდენციის ნაგებობათაგან დღეს შემორჩენილია მხოლოდ ერთი  ე. წ. მცირე სახლი. წყალდიდობისგან დასაცავად გამიზნული პირველი სართული ყველა მხრიდან თაღებით არის გახსნილი. მეორე სართულის დიდი დარბაზის კედლებს XVI-XVII სს-ში ბატალური სცენები ამკობდა. ნაგებობა XIX საუკუნეში გადაკეთდა, დღევანდელი სახე კი1960-იან წლებში მიიღო.
 
სტატიის ავტორია გამომცემლობა "კლიო"
 
www.klio.ge
 
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.