კატეგორიები
საჭირო ინფორმაციაგანთავსების საშუალებებისამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმიკვების ობიექტებიღვინის ტურიზმიტურისტული კომპანიები და ორგანიზაციებიგართობასაქმიანი ტურიზმირეგიონალური თვითმართველობები
|
ნომრის დასახელება: |
ლაერტონ დელუქს სუითი |
ნომრის ღირებულება: |
330.00 ლარი |
სასტუმროს აღწერა „ლაერტონ დელუქს სუითი“ დიდი სივრცისა და პრივატული დასვენების მოყვარულთათვის არის განკუთვნილი. საძინებლის უზარმაზარი ფანჯრებიდან და პერგოლას სტილის ტერასიდან ხელისგულივით ჩანს თბილისის ერთ-ერთი უძველესი და კოლორიტული უბანი - ავლაბარი, ელიას მთა და მასზე აღმართული სამების ბრწყინვალე ტაძარი. თქვენ შეგიძლიათ ტერასაზე განმარტოვდეთ და თქვენს საუზმესა თუ ვახშამთან ერთად ქალაქის აღმოსავლური პანორამით ისიამოვნოთ. ოთახის ფართობი: 37,35 კვ.მ.; ტერასის ფართობი: 9 კვ.მ. კლიმატის ინდივიდუალური კონტროლი; უფასო უკაბელო ინტერნეტი; LED-ტელევიზორი; საკაბელო ტელევიზია; ტელეფონი; სეიფი; სამუშაო სივრცე; გაზეთი (მოთხოვნისამებრ); მინიბარი; ჩაის/ყავის მოსამზადებელი მოწყობილობა; ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორი; აბაზანა; თმის საშრობი; ჰიგიენის საშუალებები; ერთჯერადი გამოყენების ნივთები; რბილი იატაკი.
ნომრის სერვისები კონდიციონერი ტელეფონი ინტერნეტი უცხოური ტელევიზია
ფოტო გალერა
გადიდება |
|