Часто задаваемые вопросы Войти  |  Регистрация
Новости
как добится повторных визитов гостей
04 Май, 2017

მოშლილი საგზაო და სატრანსპორტო სისტემა

საქართველოს უმეტეს მაღალმთიან რეგიონში მთლიანად ან ნაწილობრივ  მოშლილია საგზაო სისტემა მთა თუშეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში და სხვა რეგიონებში. საგზაო სისტემა იმდენად გაუმართავია, რომ ვერ ხერხდება ტრანსპორტირება და საკმაოდ დიდ დისკომფორტს უქმნის როგორც ადგილობრივ მსოახლეობას, ასევე ტურისტებს.

აღსანიშნავია ამ მხრივ საქართველოს მთავრობის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივები, რომ გაუმჯობესდეს სატრანსპორტო მაგისტრალები საქართველოში და ამ პრობლემის მოსაგვარებლად, კონკრეტული ნაბიჯები იდგმება.

ამასთანავე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ნელ-ნელა მოწესრიგებული ხდება შიდა ავიარეისები, რაც საკმაოდ გააადვილებს გადაადგილებას. საქართველოს მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი კავშირები აქვს რუსეთსა და ევროპასთან, მაგრამ სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ახლო აღმოსავლეთთან დამაკავშირებელი რეისების რაოდენობა ძალიან მცირეა. ეს კი იწვევს იმას, რომ ზოგიერთი პოტენციური ბაზრის მოცვა გართულებულია და ძნელდება კომბინირებული რეგიონალური ტურების მოწყობა. გარდა ამისა საკმაოდ ძვირია ფრენების ფასი, მაგალიტად რუსეთიდან მომავალი ტურისტებისათვის, რომელიც უდნა მოგავრდეს სახელმწიფოსა და ავიაკომპანიებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე, რათა მიეცეთ დაბალბიუჯეტიან მომხმარებლებს ჩამოვიდნენ და მიიღონ მომსახურეობას.

ჩვენი ქვეყანა შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და ორი ნავსადგურიც გაგვაჩნია, მაგრამ მიუხედავად ამისა დღესდღეობით საზღვაო ტრანსპორტით ტურისტთა გადაყვანა თითქმის არ ხდება, რითაც ისევ და ისევ პოტენციური შემოსავლები იკარგება ტრანსპორტის სფეროდან.

რეკომენდაციის სახით შეიძლება ითქვას შემდეგი:

•              აუცილებელია გაუმჯოებესდეს საგზაო სისტემა მაღალმთიან და შედარებით ძნელად მისადგომ ადგილებში, რადგან ტურიზმის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პოტენციალი სწორედ მაღალმთიან რეგიონებშია თავმოყრილი;

•              გზების გამართვასთან ერთად საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიღწევის მიზნით აუცილებელია მათი კეთილმოწყობა, განათება, ავტოგასამართი და კავშირგაბმულობის პუნქტების განთავსება;

•              ტრანსპორტირებისას უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაწესდეს სტანდარტები სატრანსპორტო საშუალებებისათვის და რეგულარულად ხდებოდეს მძღოლთა კვალიფიკაციის შემოწმება;

•              მოხდეს სამარშრუტო ქსელის გაფართოება და მაღალმთიან რეგიონებში პირდაპირი მარშრუტების დანიშვნა;

•              მიზანშეწონილი იქნება შიდასაქვეყნო, რეგიონთაშორისი დავალბიუჯეტიანი ავიარეისების დანიშვნა;

•              აღდგეს საზღვაო რეისები ვიზიტორების ტრანსპორტირებისა და გასეირნებისათვის.

ქართულ ბაზარზე ოპერირებას იორდანიული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია «Air Arabia Jordan» იწყებს

საქართველოში შიდა ფრენებზე ბილეთი გაიაფდება

რუსული ავიაკომპანია S7 ნოვოსიბირსკი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს

WizzAir საქართველოდან ფრენების სიხშირის გაზრდას და ახალი მიმართულებების დამატებას აანონსებს

«უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები» საქართველოში ოპერირებას ახალი მიმართულებიდან იწყებს

ავიაკომპანია Ellinair თბილისის მიმართულებით ფრენებს სალონიკიდან და ჰერაკლიონიდან შეასრულებს

უკრაინული Bravo Airways საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს

ავიაკომპანია Air Cairo საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

Georgian Airways-მა პრაღის, ლონდონისა და პარიზის მიმართულებით ფრენები ზაფხულის სეზონის შემდეგ, შესაძლოა, აღარ გააგრძელოს

საქართველოსა და ინდოეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

Georgian Airways პარიზის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ზაფხულის სეზონიდან დაიწყებს




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.