ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
მოგზაურობა წარსულში
კატეგორიები
მოგზაურობა წარსულში
კატეგორია: კულტურული ტური
პერიოდი: ინფორმაცია არ არის
მდებარეობა: საქართველო



ტურის ღირებულება


აღწერა

ტურის აღწერა:

სანახავი ობიექტები:  დავითგარეჯი – ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი და კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსია. იგი მუდმივად ანცვიფრებს მნახველს სამშენებლო ხელოვნებისა და ფერწერის მაღალი მხატვრული ღირებულებით. მონასტერი VI საუკუნეში დააარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა – წმინდა დავით გარეჯელმა. წმინდა დავითი გარეჯის მთის ბუნების გამოქვაბულში დასახლდა და აქ შექმნა პირველი მონასტერი, რომელსაც დღეს წმინდა დავითის ლავრა ეწოდება.  1616 წლის აღდგომის ღამეს სპარსეთის მეფე შაჰ-აბასმა აქ 6000 ბერი აწამა. ნინოწმინდის ტაძარი – VI საუკუნის ძეგლია. აქ შემორჩენილია გალავან შემოვლებული სამონასტრო კომპლექსი/ტაძარი და აგურის ოთხსართულიანი სამრეკლო. ნინოწმინდის სამრეკლო სიდიდით ერთ-ერთი პირველთაგანია საქართველოში. იგი XVI-XVIII საუკუნეების აგურის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია. მონასტერში მდიდარი წიგნთსაცავი ყოფილა, რასაც გადმოგვცემს ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები. ხაშმის  (კაწარეთის) სამების  მონასტერი –  ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მიეკუთვნება V-VI საუკუნეების მიჯნას , რომელიც ვახტანგ გორგასლის მიერაა აშენებული  და გამოირჩევა  უნიკალური ფრესკებით.კაწარეთის სამების საეპისკოპოსო კათედრალის დაარსების თარიღი დღემდე არაა დადგენილი. 506 წელს დვინში გამართულ სომეხ-ქართველთა საეკლესიო კრების ოქმებში აღნიშნულია 24 ქართველი ეპისკოპოსის სახელი, მათ შორის მოიხსენიება კაწარელი ეპისკოპოსი ზაქარია. მარტყოფის  ღვთაების მონასტერი დაარსებულია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის მამა ანტონ მარტყოფელის მიერ VI საუკუნეში. ისტარიული წყაროების თანახმად აქ ტაძარი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალს აუშენებია და ეპისკოპოსიც დაუსვამს. იგივე ცნობა დაცული აქვს პალტონ იოსელიანსაც. VI ს. პირველ ნახევარში აკრიანის მთებში დამკვიდრდა საქართველოში მოსული ასურელი მამებიდან ერთ-ერთი, ანტონ მარტყოფელი. იგი განცალკევებით, დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა, რის გამოც მას მარტომყოფელი უწოდეს, ხოლო ადგილმა სახელწოდებად მარტყოფი მიიღო. 

ტურის სახეობა:   კულტურულ – შემეცნებითი

მარშრუტი:  ქალაქი თბილისი – ქალაქი საგარეჯო – დავითგარეჯი – ნინოწმინდა – ხაშმის (კაწარეთის) სამება – მარტყოფის ღვთაების მონასტერი. –  ქალაქი თბილისი

ხანგრძლივობა:  1 დღე;  

ფასში შედის:

  • ტრანსპორტირება პროგრამის მიხედვით – ევრო კლასის სატრანსპორტო საშუალება;

  • გიდი   

  • პირველადი სამედიცინო დახმარება:

  • ფოტო გადაღება,

  • ინტელექტუალური გასართობი თამაშები

გასათვალისწინებელი საკითხები:

  • ჩაცმულობა კომფორტული (სპორტული) . ტური ჩატარდება ამინდის მიუხედავად.

  • ორგანიზატორის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ვიხსნით პასუხისმგებლობას.

დაწვრილებით ინფორმაციას  და ფასებს  ტურის  შესახებ  მოგაწვდით მოთხოვნის შესაბამისად.



ფოტო გალერა

გადიდება
გადიდება
გადიდება


გაქვთ შეკითხვა?

თქვენი სახელი / გვარი
თქვენი ელ. ფოსტა
შეკითხვა
უსაფრთხოების კოდი



კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.