ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სათავგადასავლო ტური იმერეთში
კატეგორიები
სათავგადასავლო ტური იმერეთში
კატეგორია: კულტურული ტური
პერიოდი: ინფორმაცია არ არის
მდებარეობა: საქართველო



ტურის ღირებულება


აღწერა

სამდღიან  სათავგადასავლო – შემეცნებითი ტური იმერეთში

ტურის განრიგი

დღე 1 –  ბაგრატის ტაძარი  – გელათის  მონასტერი –  სათაფლიის კარსტული მღვიმე – ღამისთევა ქუთაისში ჰოსტელში 

ბაგრატის ტაძარი – ბაგრატის ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის  მეფობაში. ისტორიულად  იგი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა.  ბაგრატის ტაძარი 1994 წლიდან იუნესკოს,  მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეტანილი. გელათის მონასტერი – ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლია, რომელიც დაარსებულია 1106   წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით.  ანდერძის თანახმად აქვეა დასაფლავებული მეფე დავით აღმამშენებელი. ამავე ტაძარში, შემონახულია დავით აღმამშენებლის ერთადერთი ფრესკა, გელათის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. სათაფლიას  მღვიმე  – პატარა მდინარემ, რომელიც სათავეს მღვიმიდან 200 მ-ის დაშორებით იღებს, 30 მილიონი წლის განმავლობაში გამოკვეთა ეს მღვიმე. მარჯვნივ და მარცხნივ სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების ტყეა. აქვეა დიდი ზომის სოკოსებური სტალაგმიტი და სტალაქტიტი, საიდანაც წყალი მოედინება. მეცნიერთა მიერ სათაფლიის ტერიტორიაზე აღმოჩენილია დინოზავრის ნაკვალევი, რაც ბუნების უნიკალური მოვლენაა მსოფლიოში.

დღე 2 – საუზმე სასტუმროში. სანახავი ობიექტები: პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი – ოკაცეს (კინჩხას)  ჩანჩქერის ბუნების ძეგლი  – დადიანების  საზაფხულო  რეზიდენცია,  გორდის სასახლე –  ღამისთევა ქუთაისში ჰოსტელში .

პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი – ბარემული ასაკის სქელშრეებრივ კირქვებში გამომუშავებული მღვიმე, ულამაზესი ნაღვენთი ფორმებით გამოირჩევა, აქ ნახავთ განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს, ჰელიქტიტებს, გაქვავებულ ჩანჩქერებსა და ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს. მღვიმის ფართობია 46,6 ჰა. „პრომეთეს მღვიმე“ სხვა მღვიმეებისგან განსხვავებით განიერი კორიდორებით ხასიათდება. მღვიმეს აქვს ორი გასასვლელი: ერთი ბოლოვდება მდინარით, რომელზეც ნავით გასეირნებაა შესაძლებელი, მეორე გასასვლელი კი საფეხმავლოა და მღვიმის დარბაზიდან გარეთ გამოვყავართ. ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერის ბუნების ძეგლი  წარმოადგენს მდ. საწისქვილოს ხეობაში, ასხის კირქვული მასივის აღმოსავლეთ ქარაფიდან, სამ საფეხურად გადმომავალ ჩანჩქერების კასკადს. ზედა ორი საფეხური მდ. საწისქვილოს მარჯვენა შენაკადზეა წარმოქნილი, პირველის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს. ნაკადის მდ. საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ 20 მეტრში წარომიქმნეაბა კასკადის მესამე დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხური. დადიანების  საზაფხულო  რეზიდენცია,  გორდის სასახლე,  კიდევ ერთ არქიტექტურულ საგანძურს წარმოადგენდა. 1841 წელს სამეგრელოს საზღვარზე, იმერეთის დაბა გორდის მახლობლად, რუსი არქიტექტორის, ლეონიდ ვასილიევის პროექტის მიხედვით ამ ორსართულიანი, ციხე-სიმაგრის მსგავსი ნაგებობის მშენებლობა დაიწყო. დასრულებული სახით შენობა სიგრძეში 40 მეტრს და სიგანეში 20 მეტრს შეადგენდა. პირველ სართულს სვეტები და თაღები ჰყოფდა, ხოლო მეორე სართულზე დიდებული დარბაზი, მისაღები ოთახი, სალონი და ბიბლიოთეკა იყო განთავსებული.

დღე 3 – საუზმე სასტუმროში – მოწამეთას ტაძარი – უფლისციხე – გამომგზავრება თბილისში;

მოწამეთას ტაძარში,  საკურთხევლის მარცხენა მხარეს, დასვენებულია სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის თავდადებული წმინდანების – დავითისა და კონსტანტინეს უხრწნელი ნეშტი. მათი ხსენების დღეს, 15 ოქტომბერს, მონასტერში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული მოწამეთობა (ორწიფობა). უფლისციხე– კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეულის I ნახევრიდან იქმნებოდა უფლისციხის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომლის ძირითადი ნაწილი უმთავრესად გამოკვეთილია ადრინდელი ანტიკური (ძველი წელთაღრიცხვით VI-IV საუკუნეები) ხანაში. გვხვდება შუა საუკუნის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი

 

ტურის სახეობა:   სათავგადასავლო – შემეცნებითი:

მარშრუტი:  ქ. თბილისი – ქ. მარტვილი – ქ.ქუთაისი – ქ.თბილისი;

ხანგრძლივობა:  2 ღამე / 3დღე; 

სატრანსპორტო საშუალება:  ევრო კლასის  სატრანსპორტო საშუალება;

განთავსება:  ჰოსტელში

ფასში შედის

  • ტრანსპორტირება   პროგრამის   მიხედვით

  • ინსტრუქტორი/სამთო გამყოლი 

  • წარმომადგენელი კომპანიიდან

  • განთავსება

  • პირველადი სამედიცინო დახმარება:

  • ფოტო და ვიდეო გადაღება.

  •  სალაშქრო ეკიპირება და აღჭურვილობა;  (მოთხოვნის შემთხვევაში)

ტური ასევე გაიმართება თქვენი სურვილის და მოთხოვნის შემთხვევაში.



ფოტო გალერა

გადიდება
გადიდება
გადიდება


გაქვთ შეკითხვა?

თქვენი სახელი / გვარი
თქვენი ელ. ფოსტა
შეკითხვა
უსაფრთხოების კოდი



კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.