ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ჯომარდობა
კატეგორიები
ჯომარდობა
კატეგორია: ექსტრემალური ტურები
პერიოდი: ინფორმაცია არ არის
მდებარეობა: საქართველო



ტურის ღირებულება


აღწერა

ჯომარდობა ანუ რაფტინგი (RAFTING) – აქტიური დასვენების სახე, რისთვისაც  გამოიყენება გასაბერი ნავი. როგორც წესი, დაშვება ხდება სხვადასხვა სირთულის მთის მდინარეებზე. ბოლო ხანებში ჯომარდი გვევლინება როგორც ყველაზე გასართობი ჰობი. დღესდღეობით წყლის სპორტი ინარჩუნებს პოპულარობას ექსტრემალური სპორტის სახეობებში, მეორე მხრივ კი ძლიერ აცვიფრებს მასზე მსხდარ მგზავრებს. RAFTING-ი სირთულის მიხედვით იყოფა კატეგორიებად:

პირველი კატეგორია – ადვილი მდინარე, ჩქერებისა და ნაკადების გარეშე. საჭიროა მხოლოდ მსუბუქი მანევრირება    (მაგ. მტკვარი მცხეთასთან ახლოს). მათთვის, ვისაც არ უნდა თავს ძალა დაატანოს და დაისვენოს.

მეორე კატეგორია – სწრაფი მდინარე, სხვადასხვა წინააღმდეგობებით (საშუალო სიდიდის ქვები). საჭიროა მანევრირება (მდინარე არაგვი ზაფხულში). ასეთ მდინარეზე დაშვებას უკვე ჯომარდობა შეგვიძლია ვუწოდოთ.

მესამე კატეგორია –  სწრაფი დინება,  საშუალო სიდიდის ჩქერები და ორმოები. სჭირდება კარგი    მანევრირება. (არაგვი გაზაფხულზე,მტკვარი, რიონი). მეორე კატეგორიის მდინარეებზე გარკვეული გამოცდილების მიღების შემდეგ შეიძლება შემდეგ საფეხურზე გადასვლა. ასეთი ტურის შემდეგ ნავში ყველა თავიდან ფეხებამდე სველია.

მეოთხე კატეგორია – მძლავრი და სწრაფი დინება, ჩქერები, ორმოები და სტოპერები შეიცავს გარკვეულ საფრთხეს, საჭიროა გამოცდილება მანევრირებისთვის.  (რიონი, ცხენისწყალი, მტკვარი გაზაფხულზე). არ არსებობს ადამიანი, რომელიც გულგრილი იქნება ამ დაშვების დროს.  მეოთხე კატეგორიის გავლის მერე ადამიანი ნამდვილი  ჯომარდელი ხდება.

მეხუთე  კატეგორია – დიდი ჩქერები, ნაკადში შესაძლოა ლოდები და სხვა წინააღმდეგობები, შეიცავს გარკვეულ რისკს ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის. საჭიროა პროფესიული გამოცდილება. (ენგურის, თერგის, მტკვრის და რიონის გარკვეული მონაკვეთები).

მეექვსე  კატეგორია – მდინარეებზე არის სიცოცხლისთვის მაღალი რისკი. ამ კატეგორიის რამდენიმე მდინარეა    საქართველოში (თერგი,ენგური, რიონი). ასეთი მდინარის გავლის შემდეგ შეგიძლიათ თქვათ, რომ ძალიან  იღბლიანი ადამიანი ხართ.

უსაფრთხოება:
ჯომარდობა შეიცავს გარკვეულ რისკებს და შეიძლება საშიში იყოს თუ არ არის დაცული გარკვეული უსაფრთხოების ზომები.განსაკუთრებით ეს ეხებათ მოყვარულებს, რომლებიც ეშვებიან პროფესიონალი ინსტრუქტორის გარეშე. საფრთხე შეიძლება მოდიოდეს როგორც გარემო პირობებიდან, ასევე, მონაწილეების არასწორი ქცევის გამო. ყოველი ჯომარდობის წინ ტურის მონაწილეებს უტარდებათ  ინსტრუქტაჟი, რომლის დროსაც ტურის მინაწილეებს განემარტებათ ნავში ჯდომისა და  მოსმის წესები. ასევე, როგორ უნდა მოიქცნენ თუ მდინარეში აღმოჩნდებიან და ა.შ.  ყველა მონაწილეს ურიგდება (აუცილებელია) სამაშველო ჟილეტი და ჩაფხუტი. სასურველია,  ჰიდროკოსტიუმისა და სპეციალური  საჯომარდო ფეხსაცმლის ტარებაც. ამ პირობების გათვალისწინებით ჯომარდობა საკმაოდ უსაფრთხო და სასიამოვნო გართობად შეიძლება იქცეს. როგორც წესი, ერთხელნავში მოხვედრილი ადამიანი ავადდება“ჯომარდობით” და ცდილობს მეგობრები თუ ოჯახის წევრებიც “ჩაითრიოს” ამ საქმიანობაში.

მარშუტები ჯომარდობისთვის;

მდინარე არაგვი – მთიულეთი;   

  • სტარტის ადგილი ფასანაური.

  • ტურის ხანგძლივობა ერთი დღე.

  • დისტანცია 15 კმ – დაშვების ხანგძლივობა30 საათი.

  • მდინარის სირთულე 15 მაისიდან 15 ივნსამდე  III  კატეგორია.

  • 15 ივნისიდან სექტემბრამდე III-II კატეგორია.

 მდინარე არაგვი – ფშავი ;

  • სტარტის ადგილი სოფელი მაღაროსკარი;

  • ტურის ხანგძლივობა ერთი დღე.

  • დისტანცია 17 კმ – დაშვების ხანგძლივობა45 საათი.

  • მდინარის სირთულე 15 მაისიდან 15 ივნსამდე  III  კატეგორია.

  • 15 ივნისიდან სექტემბრამდე II კატეგორია.

     

    მდინარე მტკვარი ბორჯომის ხეობა;

  • სტარტის ადგილი სოფ. ჭითახევი;

  • ტურის ხანგძლივობა ერთი ან ორი დღე.ღამისთევა კარვებში;

  • დისტანცია 10 კმ – დაშვების ხანგძლივობა30 საათი;

  • მდინარის სირთულე 15 მაისიდან 15 ივნსამდე  III – IV კატეგორია;

  • 15 ივნისიდან სექტემბრამდე II – III კატეგორია;

 მდინარე მტკვარი ვარძია;

  • სტარტის ადგილი ვარძია;

  • ტურის ხანგძლივობა ორი დღე.ღამისთევა კარვებში;

  • დისტანცია 30 კმ – დაშვების ხანგძლივობა15 საათი;

  • მდინარის სირთულე 15 მაისიდან 15 ივნსამდე  II – IV კატეგორია;

  • 15 ივნისიდან სექტემბრამდე II – III კატეგორია;

    მდინარე რიონი ონი–ამბროლაური;

  • სტარტის ადგილი ონის რაიონი;

  • ტურის ხანგძლივობა ერთი ან ორი დღე.ღამისთევა კარვებში;

  • დისტანცია 30 კმ – დაშვების ხანგძლივობა 3 საათი;

  • მდინარის სირთულე 15 მაისიდან 15 ივნსამდე  IV – V კატეგორია;

  • 15 ივნისიდან სექტემბრამდე III – IV კატეგორია;

 

დაწვრილებით ინფორმაციას  და ფასებს  ტურის  შესახებ  მოგაწვდით მოთხოვნის შესაბამისად.



ფოტო გალერა

გადიდება
გადიდება
გადიდება


გაქვთ შეკითხვა?

თქვენი სახელი / გვარი
თქვენი ელ. ფოსტა
შეკითხვა
უსაფრთხოების კოდი



კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.