ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი
კატეგორიები
ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი
კატეგორია: სათავგადასავლო ტურები
პერიოდი: ინფორმაცია არ არის
მდებარეობა: საქართველო



ტურის ღირებულება


აღწერა

ლაგოდეხის  სახელმწიფო  ნაკრძალი  საქართველოს უკიდურეს ჩრდილო – აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კავკასიონის  სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 3500 მეტრზე მდებარეობს. ჰავა ნახევრად სუბტროპიკულია.

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი პირველია საქართველოში შექმნილ ნაკრძალთაგან, იგი 1912 წელს არის დაარსებული. თავისი ფლორითა და ფაუნით ნაკრძალი საქართველოს ბუნების უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს. მკვეთრად დასერილი რელიეფი, სიმაღლეების დიდი ამპლიტუდა, სხვადასხვა დაქანებისა და ექსპოზიციის ფერდობები, ღრმა ხევები მდინარეებით, ძლიერ განსხვავებულ ფიზიკურ – გეოგრაფიულ პირობებს ქმნის. ამით არის განპირობებული მცენარეული საფარის მრავალფეროვნებაც. ნაკრძალში საქართველოში გავრცელებულ მცენარეთა ორი მესამედია თავმოყრილი. დაცულია უნიკალური რცხილნარ – წიფლნარი ფოთლოვანი ტყე. 
ნაკრძალი გამორჩეულია ალპური ზონის ხელუხლებელი მდელოებით, გამყინვარების დროინდელი ტბებით, ენდემური და უძველეს რელიქტურ სახეობათა სიუხვით; ვერტიკალური სარტყელების დიდი დიაპაზონით. აქვეა ლაგოდეხის ტყის უმშვენიერესი ჩანჩქერიც.

ნაკრძალში დაფიქსირებულია ყვავილოვან მცენარეთა 1500 – მდე სახეობა, მათ შორს მრავლად ვხვდებით ენდემურ სახეობებსაც (იულიას ფურისულა, მლოკოსევიჩის იორდასალამი, ლაგოდეხის ნაღველა და სხვ.).აქ  ბინადრობს საქართველოში გავრცელებულ მტაცებელ და წყვილჩლიქოსან ცხოველთა უმეტესობა, ამათგან ზოგიერთი სახეობის არეალი ძალზე შემცირებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში (არჩვი, აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი). ბინადრობს, აგრეთვე, აფთარი, წავა, დათვი, მგელი, ირემი, შველი, გარეული ღორი. ფრინველთა სახეობებიდან აღსანიშნავია კრავიჭამია,  მთის არწივი, თეთრკუდა არწივი, შევარდენი; ეს სახეობები ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაშია შეტანილი. აგრეთვე აღსანიშნავია კავკასიის ენდემური სახეობა – კავკასიური როჭო, ხოხობი, შურთხი და სხვა.

    დღეისათვის ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში მოწყობილია თვალწარმტაცი, უსაფრთხო და ინფორმატიული ხუთი ტურისტული მარშრუტი, კერძოდ: ,,როჭოს ჩანჩქერი“, ,,ნინოსხევის ჩანჩქერი“, ,,მაჭის ციხე“, ,,შავი კლდეების ტბა“  და „ბუნების შემეცნების ბილიკი“. 

 ,, Travel in Georgia” ტურისტებს  საშუალებას აძლევს მიიღოს მისთვის სასურველი ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ასევე გაუწიოს  სრული დახმარება ტურის ორგანიზებასა და დაგეგმარებაში. ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმი, გადაადგილება შესაძლებელია ფეხით და ცხენით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე. ფუნქციონირებს ფლორისა და ფაუნის მუზეუმი.  შესაძლებელია გიდის და ცხენების დაქირავება რათა  სრულყოფილად დაათვალიეროთ  ლაგოდეხის  სახელმწიფო ნაკრძალი.

ვიზიტამდე  სასურველია  წინასწარ  დარეკვა და შეთანხმება. დაწვრილებით ინფორმაციას  და ფასებს  ტურის შესახებ  მოგაწვდით მოთხოვნის შესაბამისად.

ტურის დროს ასევე  შესაძლებლობა გაქვთ  შეიწავლოთ  თეორიულ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევები;

  • უსაფრთხოების წესები ლაშქრობის დროს;

  • მენტალური მზადყოფნა;

  • სიტუაციის სწორი შეფასება, მოქმედების გეგმის დასახვა;

  • ინდივიდუალური და ჯგუფური მოქმედებები;

  • შიშის და სტრესის დაძლევა;

  • არსებული საფრთხეები და მათი პრევენციის მეთოდები;

  • თვითგადარჩენისთვის საჭირო მინიმალური ნივთები;

  • სამედიცინო უსაფრთხოება და პირველადი დახმარება საველე პირობებში;

  • სალაშქრო აფთიაქის დაკომპლექტება;

  • საველე პირობებში გამოსაყენებელი მცენარეული სამკურნალო საშუალებები;

  • ჰიგიენა ლაშქრობის დროს და ბანაკში;

  • გადაადგილების ხერხები: გადაადგილება დღისით და ღამით , წყლის დაბრლოლების გადალახვა, ბალახიანი და ტყიანი ფერდობების გადალახვა;

  • ბანაკის ადგილის შერჩება და მოწყობა;

  • რუკის, კომპასის დანიშნულება მათი გამოყენების ხერხები;

  • ჰორიზონტის მხარეების განსაზღვრა, ორიენტირება ადგილობრივი საგნების ნიშანთვისებებით;

  • ცეცხლის დანთება არატრადიციული მეთოდებით, კოცონის სახეობები;

  • წყლის და საკვების მოპოვება ბუნებაში; 



ფოტო გალერა

გადიდება
გადიდება
გადიდება


გაქვთ შეკითხვა?

თქვენი სახელი / გვარი
თქვენი ელ. ფოსტა
შეკითხვა
უსაფრთხოების კოდი



კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.