ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა – საელჩო
ცნობარი
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა – საელჩო
კატეგორია: საელჩოები
რეგიონი: თბილისი
მისამართი: თბილისი, თელავის ქ. 20
ტელეფონი: 244 73 00
ვებ-გვერდი: http://www.tiflis.diplo.de
3802



აღწერა

გერმანია, ოფიციალურად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (გერმ. Bundesrepublik Deutschland) — ქვეყანა ცენტრალურ ევროპაშიჩრდილოეთით ესაზღვრება — ჩრდილოეთის ზღვადანია და ბალტიის ზღვააღმოსავლეთით — პოლონეთი და ჩეხეთისამხრეთით — ავსტრია და შვეიცარია, ხოლო დასავლეთით — საფრანგეთიბელგიალუქსემბურგი და ნიდერლანდები. მისი ფართობია 357021 კმ². 2008 წლის მონაცეემბით, ქვეყნის მოსახლეობა 82 060 000 კაცია.

ტურისტული თვალსაზრისით ევროპის დიდ ოთხეულთან შედარებით (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო) გერმანია მსხვილი ევროპული ქვეყანა არ არის, მაგრამ ეკონომიკის ეს დარგი ბოლო პერიოდში სწრაფი ტემპით ვითარდება. ქვეყანაში ყოველწლიურად ჩამოდის 20-22 მლნ ტურისტი, ძირითადად ნიდერლანდებიდან, აშშ-დან, გაერთიანებული სამეფოდან, შვეიცარიიდან და იტალიიდან. უმნიშვნელოვანისი ტურისტული ადგილებია: ბერლინი, მიუნხენი, კელნი, ბალტიის ზღვის სანაპირო, ჰამბურგი.

გერმანიის საელჩოს შენობა

გერმანიის საელჩოს შენობა, რომელიც აღმაშენებლის გამზირის 166 ნომერში მდებარეობს, აშენდა მე-19 საუკუნუს მიწურულს, სავარაუდოდ გერმანელი არქიტექტორის ბილფელდის მიერ, როგორც ჩანს როგორც გერმანული სათვისტომოს საკრებულოს სახლი. მოგვიანებით ამ სასახლეში განთავსებულ უნდა ყოფილიყო საქართველოში რუსეთის მეფისნაცვლის რეზიდენცია. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მდიდრული შენობა სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა და სხავადასხვა დროს აქ მდებარეობდა საშუალო სკოლა, სამუსიკო სასწავლებელი და საქართველოს კინემატოგრაფისტთა კომიტეტი. შენობის მიმდებარე ტერიტორია, იმ დროს, თბილისის "გერმანულ უბნად" ითვლებოდა. მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე მისგან არც თუ ისე შორს მდებარეობდა ქალაქის პირველი ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია.

დარბაზებსა და მრავალფეროვნად გაფორმებული კიბის თავზე შემორჩენილია სხავადსხვა სტილის ისტორიული დეკორი. განსაკუთრებით თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს ერთ-ერთი ოთახის ჭერის მავრიტანული სტილის მოხატულობა, რომლის მსგავსიც შეიძლება ვიხილოთ თბილისში მხოლოდ რამოდენიმე შენობაში. ევროპული გარე ფასადი კი თბილისში ბაროკოს ეკლეკტიციზმის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1992 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და საელჩო გახსნა თბილისში. თავდაპირველად, დღევანდელი შენობის შეძენამდე და 1993 წლის სექტემბერში იქ გადასვლამდე საელჩომ მისთვის აუცილებელი სამუშაო ფართი სასტუმროში იქირავა. 2001 წელს შესანიშნავად აღდგა შენობის გარეფასადი.

თუმცა 2002 წლის 25 აპრილის მიწისძვრის შედეგად საელჩოს შენობა თბილისის სხვა მრავალი შენობის მსგავსად დაზიანდა. სარემონტო სამუშაოების გამო საელჩო დროებით გადავიდა სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში.

საელჩოს მისამართი და სამუშაო საათები
 
საელჩოს მისამართი
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო საქართველოში
სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი - თელავის ქ. 20, 0103 თბილისი
ტელ: + (995 32) 244 73 00
ფაქსი: +(995 32) 244 73 64 
ელ.ფოსტა: info@tiflis.diplo.de
 
სავიზო განყოფილება
 
დავით აღმაშენებლის გამზირი 166, 0112 თბილისი
ტელ: + (995 32) 243 53 99
ფაქსი: + (995 32) 291 16 51
ელ.ფოსტა: visa@tifl.diplo.de
 
საელჩოს სამუშაო საათები:
 
ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 08:30 – 17:30 სთ.
პარასკევს 08:30-14:30 სთ
 
არასამუშაო დროს გადაუდებელ შემთხვევებში შესაძლებელია საელჩოს სამორიგეო სამსახურთან ტელეფონით დაკავშირება:
 
ამ ტელეფონზე არ გაიცემა ინფორმაცია სავიზო საკითხებთან დაკავშირებით!
 
599 58 61 91 (დაკავშირება საქართველოდან)
 
0 599 58 61 91 (დაკავშირება საქართველოს ფიქსირებული ქსელებიდან)
+995-599-58 61 91 (დაკავშირება გერმანიიდან)
 


ფოტო გალერეა
ინფორმაცია არ არის


ვიდეო გალერეა
ინფორმაცია არ არის



08 ივნისი, 2017
თბილისური სასტუმროების ისტორია ერთი იმ ხიდთაგანია, რომლებიც საქართველოს ისტორიას ევროპის...


მდებარეობა
embed google map


კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.