ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
იაპონიის საელჩო
ცნობარი
იაპონიის საელჩო
კატეგორია: საელჩოები
რეგიონი: თბილისი
მისამართი: თბილისი, კრწანისის ქ. 7დ
ტელეფონი: (+995-32) 275-2111 / +995-706-777-451 / (+995-32) 275-2111
ვებ-გვერდი: http://www.ge.emb-japan.go.jp
2981



აღწერა

 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

მისი აღმატებულება ბატონი ტადაჰარუ უეჰარა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

მოგესალმებით, საქართველოში იაპონიის საელჩოს ვებ-გვერდზე. დიდი მადლობა ვიზიტისათვის.

მე ვარ ტადაჰარუ უეჰარა, იაპონიის ელჩი საქართველოში. საქართველოში 2017 წლის 1 აგვისტოს ჩამოვედი.

იაპონიამ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარა. წელს ჩვენ აღვნიშნავთ 25 წლისთავს. იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები ღრმავდებოდა და ფართოვდებოდა სხვადასხვა სფეროში, ისეთი როგორიც არის სპორტი (სუმო, ძიუდო, რაგბი), ბალეტი, ხელოვნების სხვადასხვა სფერო, კერძო ბიზნესი, პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობა საერთაშორისო არენაზე. ახლო მომავალში, კერძოდ კი 2019 წელს იაპონიაში ჩატარდება რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი და 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გამტკიცებას.

2017 წლის 5 ივნისს იაპონიამ გაამარტივა სავიზო პროცედურები საქართველოს მოქალაქეებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ იაპონიასა და საქართველოს შორის ტურიზმი და ხალხებს შორის კონტაქტი უფრო გააქტიურდება.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ იაპონია მხარს უჭერს მის განვითარებას ODA-ს სხვადასხვა ფორმებით, როგორიცაა იენის სესხი, საგრანტო დახმარება და ტექნიკური თანამშრომლობა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობიდან დაწყებული საგანმანათლებლო და სამედიცინო ინსტიტუტების, სასოფლო-სამეურნეო და სხვა დანადგარების გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო დახმარების პროექტების მეშვეობით საქართველოს რეგიონებში.

კულტურის თვალსაზრისით, საქართველო გასაოცარი ქვეყანაა, რომელიც გვხიბლავს ისტორიული ქალაქებით ისეთი როგორიცაა თბილისი, მცხეთა, მომხიბვლელი და ლამაზი ბუნებით, ქართული ღვინით და მდიდარი სამზარეულოს კულტურით. ვისურვებდი, რომ უფრო მეტ იაპონელს მისცემოდა შესაძლებლობა შეეგრძნო ქართველების სტუმართმოყვარეობა და მეგობრობა.

იაპონია და საქართველო პარტნიორი ქვეყნებია, რომლებიც იზიარებენ ფუნდამენტალურ ღირებულებებს,ისეთი როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა.

მე ძალისხმევას არ დავიშურებ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებისთვის.

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: კრწანისის ქ. 7დ, თბილისი,0114,საქართველო
(ქალაქის ცენტრიდან მანქანით დაახლოებით 12 წუთის სავალი)
ტელეფონი: (+995-32) 275-2111
(+995-32) 275-2114 (საკონსულო)
+995-706-777-451 (გადაუდებელი ზარი)
ფაქსი: (+995-32) 275-2112 
იმეილი: consular@tb.mofa.go.jp
საათები: 9:15-13:00 და 14:00-18:00
(ვიზებისთვის: 9:30-12:30, 15:00-17:00)
იაპონური კულტურის ცენტრი (მრავალფუნქციური დარბაზი)
ადგილმდებარეობა: საელჩოს პირველი სართული სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევამდე, საელჩოს დასვენების დღეების გარდა

საათები: 11:00-13:00 და 15:00-17:00

სერვისი: * ცენტრი შესაძლოა დაიკეტოს წინასწარი გაფრთხილების გარეშე საელჩოს სამუშაო რეჟიმის გამო

იაპონიასთან დაკავშირებული წიგნების და DVD დისკების გაქირავება, იაპონიასთან დაკავშირებული ჟურნალებისა და ბუილეტენების გავრცელება


ყოველკვირეული დასვენების დღეები: შაბათი და კვირა 

 

დასვენების დღეები (2016):

  • 1 იანვარი (პარ.) ახალი წელი
  • 7 იანვარი (ხუთშ.) შობა (მართლმადიდებლური)
  • 19 იანვარი (სამშ.) ნათლისღება
  • 11 თებერვალი (ხუთშ.) სახელმწიფოს დაარსების დღე (იაპონური დღესასწაული)
  • 3 მარტი (ხუთშ.) დედის დღე
  • 8 მარტი (სამშ.) ქალთა საერთაშორისო დღე
  • 29 აპრილი (პარ.) წითელი პარასკევი
  • 2 მაისი (ორშ.) აღდგომის ორშაბათი
  • 9 მაისი (ორშ.) ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12 მაისი (ხუთშ.) ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე
  • 26 მაისი (ხუთშ.) დამოუკიდებლობის დღე
  • 18 ივლისი (ორშ.) მეზღვაურის დღე (იაპონური დღესასწაული)
  • 11 აგვისტო (ხუთშ.) მთის დღე (იაპონური დღესასწაული)
  • 19 სექტემბერი(ორშ.) ხანდაზმულთა პატივისცემის დღე (იაპონური დღესასწაული)
  • 14 ოქტომბერი (პარ.) სვეტიცხოვლობა
  • 23 ნოემბერი (ოთხშ.) გიორგობა
  • 29 დეკემბერი (ხუთშ.) წლის დასასრული (იაპონური დღესასწაული)
  • 30 დეკემბერი (პარ.) წლის დასასრული (იაპონური დღესასწაული)

ვაკანსიები

ამჟამად საელჩოში ვაკანსია არ არის

 



ფოტო გალერეა


ვიდეო გალერეა
ინფორმაცია არ არის


ინფორმაცია არ არის


მდებარეობა
wordpress themes


კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.