ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ფაუნა
ცნობარი

იაპონიის ფაუნა

ბევრი სახეობა და რელიქტია იაპონიის ფაუნის ნაწილი, რომელიც მეზობელ ქვეყნებში უბრალოდ არ გვხვდება.

კლიმატური პირობების წყალობით, იაპონიის მცენარეული სამყაროს მსგავსად, ქვეყნის ფაუნაც ძირეულად განსხვავებულია ერთმანეთისგან ქვეყნის ჩრდილოეთიდან სამხრეთით განლაგებულ იაპონიის კუნძულებზე.კერძოდ, სამხრეთ-აღმოსავლეთში გვხვდება აზიური ტროპიკული სახეობის ცხოველები, ზომიერი კლიმატის ზონაში - კორეული და ჩინური ცხოველები, ხოლო ციმბირულ ზონაში - სუბარქტიკული ცხოველები.

კაშკაშა ფერებით შეფერილი ტროპიკული მარჯნისფერი თევზი, კუ, ზღვის გველი ამრავალფერ- ოვნებენ რიუკიუს კუნძულების ტროპიკულ ზღვას, სადაც ასევე ბინადრობენ დიუგონები და შავი დელფინები. ზღვაში, ჩრდილოეთიდან ცენტრალური ჰონშიუს მიმართულებით, გვხვდება ზღვის ლომი და ნისკარტიანი ვეშაპი. არქტიკული რეგიონის ცხოველები, მაგალითად, როგორიცაა ლომვეშაპი, ხანდახან სტუმრობს ჰოკაიდოს, რომლის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი ესაზღვრება ოხოტის ზღვას.

იაპონიის ხმელეთის უკიდურეს სამხრეთში, რიუკიუს კუნძლებზე, ძირითადად ბინადრობენ ტროპიკული ცხოველები: ბიბილოიანი გველისმჭამელი არწივი, მფრინავი მელა და სხვადასხვა სახეობის ხვლიკები.

ჰონშიუს, შიკოკუს და კიუშიუს კუნძულთა ხმელეთზე ბინადრობს ტანუკი (ენოტი), სიკა ირემი, აზიური იხვი, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული როგორც კორეის ფართოფოთლოვან ტყეებში, ასევე ჩინეთის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში. ციმბირის წიწვოვანი ტყეებში ბინადრობს მურა დათვი, ტყის როჭო და ჩვეულებრივი ხვლიკი.

ცხოველთა საკმაოდ რთულ და ხანგრძლივ საიმიგრაციო პროცესსა და განსახლებაზე მნიშვნელ- ოვანი ზეგავლენა მოახდინა იაპონიის კუნძულების ბუნებრივად ფორმირება-ჩამოყალიბებამ, რადგან ხშირად ხდებოდა კუნძულთა არაერთგზის დაშორება და ისევ მიერთება აზიის კონტინენტთან. გარდა ამისა, ის ცხოველები, რომლებიც ბინადრობენ იაპონიის ამა თუ იმ ნაწილში, არ გვანან მათ მომიჯნავე მხარეს მდებარე აზიის კონტინენტზე მცხოვრებ ცხოველებს, უფრო მეტიც, ბევრი ცხოველის სახეობა მხოლოდ იაპონიაში გვხვდება.

ენდემური სახეობებიდან უნდა აღინიშნოს იაპონური ძილგუდა, იაპონური მაკაკა, სპილენძისფერი ხოხობი, იაპონური გიგანტური სალამანდრა და პრიმიტიული ჭრიჭინა. მეცნიერთა აზრით, რიუკიუს კუნძულები გაცილებით ადრე გამოეყო კონტინენტს ვიდრე ძირითადი კუნძულები და აქ ბინადრობენ პრერიის კოდალა და ამამის ეკლებიანი თაგვი. შიმოკიტას ნახევრკუნძულზე, ჰონშიუს ჩრდილოეთით, ბინადრობს ადამიანის მსგავსი მაიმუნი. ზღვის სიღრმეში გვხვდება ნალისებრი კიბორჩხალა, ლოკოკინას ნიჟარა და ფარფლებიანი ზვიგენი. იაპონური ზღვის ცხოველებიდან აღსანიშნავია გიგანტური ობობა, კიბორჩხალა (კიბოსებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელი) და მტკნარი წყლის იაპონური გიგანტური სალამანდრა (ყველაზე დიდი ამფიბია დედამიწაზე, რომელიც ცოცხლობს დაახლოებით 50 წელი).

იაპონიის კუნძულებზე გავრცელებულია აზიური მიწის სალამანდრას, ციკადასა და ჭრიჭინას სხვადასხვა სახეობები.

მხოლოდ მატერიკზე გვხვდება აფრიანი პეპლების რვა სახეობა. იაპონიაში 90 000-ზე მეტი სახეობის ცხოველი ბინადრობს (ნოემბერი 2011), თუმცა მრავალი მათგანი გადაშენების პირასაა მისული. მაგალითად, იაპონური წაწვეტებულნისკარტიანი იბისი (Nipponia Nippon) გადაშენების პირას იმყოფება 1997 წლიდან. ასვეე გადაშენების საშიშროება ემუქრება შემდეგ სახეობებს: ირიომოტენსის კატას (Mayailurus iriomotensis), იაპონურ წავსა (Lutra nippon) და წეროს (Ciconia cicionia boyciana).

ცხოველები და იაპონური კულტურა

ცხოველთა გამოსახულებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია იაპონურ კულტურაში. ჩინური კლასიკური ლიტერატურა არის იმ მასალის წყარო, სადაც ასახულია იაპონელების დამოკიდებულება სხვადასხვა ცხოველების მიმართ. პრეისტორიულ და უძველეს პერიოდებში იაპონურმა ელიტამ ჩინელებისგან გაითავისა ცხოველთა სიმბოლიკის ტრადიცია, მაგალითად, წერო და კუ ბედნიერებისა და დღეგრძელობის სიმბოლოებია და მერცხალი - ერთგული შემობრუნების სიმბოლო. '

იაპონურ ფოლკლორში ზოგიერთ ცხოველს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ტანუკი (ენოტი), რომელიც დაძრწის სოფლებთან ახლოს, ტრადიციულად ითვლებოდა ზებუნებრივი ძალების მქონე არსებად. ძველ ზღაპრებში იგი ხალხს აჯადოებდა, თუმცა მისი ოინები უფრო შიშის მომგვრელი იყო ვიდრე მავნებელი. სინამდვილეში მას ხშირად გამოსახავდნენ, ფლორა და ფაუნა 6 როგორც კომიკურ ცხოველს - დიდი მუცლითა და სათესლე ჯირკვლებით და ხელში საკეს ბოთლით.

ზებუნებრივი ძალის მქონე ცხოველად და მოსავლის ღმერთის ინარი მიოჯინის შიკრიკად მიაჩნდათ მელია, მისი მოხერხებულობისა და ჭკუის გამო. ძველად ფიქრობდნენ, რომ მელია გზას ასწავლიდა გზააბნეულ მოგზაურებს ღამით; სჯეროდათ, რომ მელას შეეძლო ადამიანის მართვა და ჭკუიდან შეშლაც. მთელს ქვეყანაში ინარის რწმენა დღემდე ცოცხალია და ტაძრებში მელიას დღესაც თაყვანს სცემენ.

ბუდისტურმა სწავლებებმა გავლენა მოახდინა ადამიანთა დამოკიდებულებაზე ცხოველების მიმართ. მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე არცერთ იაპონელს არ ჰქონდა ოთხფეხა ცხოველის დაკვლის უფლება; ცხოველს ანაცვლებდნენ თევზით. უძველესი ჩინური კალენდრის მიხედვით, არსებობს სამოცწლიანი ციკლი, სადაც ცხოველები (ვირთხა, ხარი, ვეფხვი, კურდღელი, დრაკონი, გველი, ცხენი, ცხვარი, მაიმუნი, მამალი, ძაღლი და ღორი) განასახიერებს 12 წლის თითოეულ ქვეციკლს. მაგალითად, იაპონიაში 2013 წელი იყო გველის წელი, 2014 წელი - ცხენის წელი, 2015 წელი - ცხვრის წელი და ა. შ. დღევანდელ იაპონიაში ამ კალენდრის მიხედვით თითქმის ყველა ადამიანი მის დაბადების წელს კონკრეტულ ცხოველს უკავშირებს. მაგალითად, თუკი ვინმე ამბობს: "მე დავიბადე ცხენის წელში" - ნიშნავს, რომ ამ ადამიანის ხასიათსა და ბედზე გავლენას ახდენს ის ცხოველი, რომელიც განაგებს მის დაბადების წელს.

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.