ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
საფრანგეთის გეოგრაფია
ცნობარი

აფრანგეთის გეოგრაფია — საფრანგეთის მეტროპოლიის ფართობი შეადგენს 551 500 კმ² (675 417 კმ² ზღვისგადაღმა პროვინციების ჩათვლით). საფრანგეთი გადაჭიმულია 1000 კმ-ზე სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ. იგი ფართობით მესამე ქვეყანაა ევროპაში რუსეთისა და უკრაინის შემდეგ, ხოლო თუ ჩავთვლით ზღვისგადაღმა ტერიტორიებს მაშინ მეორე ადგილს იკავებს.

ზღვის დონიდან ყველაზე დაბლა მდებარეობს მდინარე რონის დელტა (ზღვის დონიდან 2 მ), ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი კი არის — მონბლანი (4 810 მ).

საფრანგეთში წარმოდგენილია ლანდშაფტების მდიდარი ნაირსახეობა. ატლანტის ოკეანის კლდოვანი სანაპირო, მდინარეათა ფართო ველები, მაღალი დათოვლილი მთები, ხმელთაშუაზღვისპირა ქვიშიანი სანაპიროები. ჩრდილოეთ საფრანგეთის დიდი ნაწილი უჭირავს ისეთი ფართო მდინარეების დაბლობებს, როგორიცაა სენა და მარნა, ამ მოსავლიან მიწებს დასავლეთით ესაზღვრება ნორმანდიული კლდნოვანი მთები, აღმოსავლეთით კი, ბელგიის საზღვარზე იჭიმება ტყეები, რომლები სამხრეთით ქვეყნის შვეიცარიასთან საზღვარზე გადადის მთის მასივში.

სამხრეთ საფრანგეთის ნაწილი უჭირავს საფრანგეთის სცენტრალურ მასივს, ეს სარის ჩამქრალი ვულკანების მხარე. ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, საფრანგეთის ცენტრალური მასივის მიდამოებში, სევენის მთებში სათავეს იღებს ქვეყნის უგრძესი მდინარე ლუარა. სამხრეთ – დასავლეთ რაიონი, მდინარე გარონის აუზი, ესაა წიწვოვანი ტყის მხარე. ცნობილია როგორც ლანდა. პირინეის მთების წარმოადგენს საზღვარს საფრანგეთსა და ესპანეთს შორის. საფრანგეთის ცენტრალური მასივის აღმოსავლეთით გაშლილია მდინარეების სონასა და რონას უხვმოსავლიანი დაბლობები. საფრანგეთისა და იტალიის საზღვართან იჭიმება ალპები, ევროპის ყველაზე მაღალი მთათა სისტემა



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.