უსაფრთხოების არადამაკმაყოფილებელი დონე ქვეყანაში
ტურიზმის განვითარებისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს საქართველოში უსაფრთხოების არადამკმაყოფილებელი დონე.
არადამაკმაყოფილებელი უსაფრთხოების დონე კურორტებზე
ეს გამოწვეულია რეგიონებში სამაშველო სამსახურის არაქმედუნარიანობითა და სიმცირით. გარდა ამისა საკურორტო ადგილებში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან რეგიონებში, პრობლემას წარმოადგენს სამედიცინო მომსახურების მიღება.
აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად მიზანშეწონილი იქნება მომზადდეს:
• კვალიფიციურ მაშველთა კორპუსი, როგორც საზღვაო კურორტების, ასევე მაღალმთიანი რეგიონებისათვის;
• შეიქმნას პირველადი დახმარების სამედიცინო მომსახურების პუნქტების ქსელი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ეს პრობლემა მაინც რჩება.