ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
1 ოქრო, 4 ვერცხლი და 11 ბრინჯაო - ბოლნისური ღვინოების წარმატებები
18 ივნისი, 2018

1 ოქრო, 4 ვერცხლი და 11 ბრინჯაო, - ასეთია ღვინის მე-10 საერთაშორისო კონკურსის შედეგები ბოლნისელი მეღვინეებისთვის.

კონკურსი ექსპოჯორჯიაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-11 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გაიმართა.

გამოფენაში მონაწილეობა 12 ქვეყნის 150-მდე კომპანიამ მიიღო, მათ შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან 23 დასახელების ღვინო წარსდგა. საერთაშორისო ჟიურის წევრებმა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსანი ღვინოები რამდენიმე კატეგორიაში გამოვლინეს, აგრეთვე საუკეთესო ღვინოებს უმაღლესი ჯილდო - ,,ტროფი“ მიანიჭეს.

გამოფენაში ბოლნისური ღვინოები კომპანია ,,არემჯის“ ფინანსური მხარდაჭერით გამოიფინა.

როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა განაცხადა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით უკვე აქტიურად დაიწყო ბოლნისური ღვინოების პოპულარიზაცია, რომელსაც განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. „მსგავსი გამოფენები და კონკურსები შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩვენი მეღვინეებისთვის გაეცნონ პოტენციურ მომწოდებლებს, ინოვაციებსა და მრეწველობის ტენდენციებს. შესანიშნავი შედეგები მივიღეთ კონკურსზე, 23 დასახელების ღვინოდან უმრავლესობამ მედალი მოვიპოვა. თითოელ მათგან ვულოცავ ამ წარმატებას. მჯერა, ბოლნისური ღვინოები კიდევ უფრო პოპულარული და გაყიდვადი გახდება მომავალში“,- განაცხადა შერაზადიშვილმა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.