1 ოქრო, 4 ვერცხლი და 7 ბრინჯაო - „თელიანი ველის“ წარმატება საერთაშორისო კონკურსიდან
“თელიანი ველმა“ წარმატების ისტორიაში ახლი მიღწევები დაიმატა. კომპანიამ საერთაშორისო კონკურს International Wine Challenge 2018-ზე 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 7 ბრინჯაო მოიპოვა.
„ოქროს თასის გადაცემა IWC-ის კულმინაციური ეტაპია, როდესაც ჩემპიონი ღვინოებისა და წლის საუკეთესო მეღვინეების გამოცხადება ხდება. თეთრი ღვინის კატეგორიაში მთელი მსოფლიოდან ოქროს თასის მფლობელი სულ 13 ღვინო გამოვლინდა, მათ შორის თელიანი ველის „გლეხური ქისი ქვევრი 2015“, - ამბობენ კომპანიაში.
International Wine Challenge მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად ლონდონში ტარდება. გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის ექსპერტები ფარული დეგუსტაციით ავლენენ და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით აჯილდოვებენ.
კონკურსი 35 წელია უკვე არსებობს და ყოველწლიურად ლონდონში ტარდება.
www.travelingeorgia.ge