ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
10 მიზეზი რატომ უნდა ესტუმროთ სასტუმრო Wine Palace-ს
30 მაისი, 2018

თბილისი ღვინის ქვეყნის დედაქალაქია. 16 საუკუნის ქალაქი ერთ მტკაველზე, თუმცა ყოველთვის იტევდა სხვადასხვა წარმომავლობისა და მრწამსის ადამიანს. სინაგოგა, მეჩეთი, კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესია გვერდიგვერდ გვხვდება. ძველთბილისურ ყველა უბანს თავისი პატარა ისტორია აქვს, სიცოცხლით სავსე ქალაქია და მიუხედავად იმისა, რომ ახალმა შენობებმა გადატვირთა თავის იერ-სახეს მაინც ინარჩუნებს.

თბილისი საერთაშორისო გამოცემებმა არაერთგზის დაასახელეს იმ ქალაქებს შორის, რომელიც უნდა მოინახულო, ჰოდა თუ თბილისში სტუმრობა ამ და სხვა მიზეზების გამო გადაწყვიტეთ და სასტუმროს ეძებთ, თქვენთვის რეკომენდაცია გვაქვს - შეგიძლიათ არჩევანი ბუტიკური ტიპის არტ სასტუმრო Wine Palace-ზე შეაჩეროთ.

გთავაზობთ 10 მიზეზს რატომ უნდა ეწვიოთ ამ სასტუმროს:

  1. ადგილმდებარეობა - თბილისის ცენტრი, სპორტის სასახლესთან.
  2. მხატვრული ღირებულება - 33 კომფორტული, სტანდარტული და ლუქსის ტიპის ნომერი გაფორმებულია მაღალმხატვრულ დონეზე, ყველა ოთახი განსხვავებულია, კედლები ხელით არის მოხატული.
  3. სასტუმროში არის უნიკალური მარანი, სადაც ქართული ღვინის ათეული სახეობაა დაცული. ტურისტებისთვის ეწყობა ღვინისა და ნაციონალური კერძების დეგუსტაცია, აქვეა თონე და მაყალი.
  4. ღონისძიებებისთვის სასტუმროში ფუნქციონირებს 70 კაცზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკით.
  5. უკაბელო ინტერნეტი და კონდიცირება.
  6. სასტუმროს აქვს ღია ვერანდა.
  7. ფუნქციონირებს ბარი.
  8. ფუნქციონირებს რესტორანი, რომელიც სტუმრებს სთავაზობს საუზმეს. ასევე წინასწარი შეკვეთით სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ნატურალური პროდუქტიდან დამზადებული ქართულ-ევროპული კერძები.
  9. სასტუმროს გუნდის განსაკუთრებული სტუმართმასპინძლობა და პროფესიონალიზმი.
  10. შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ტურების ორგანიზება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.