სპეციალიზირებული პროფილის მქონე სააგენტომ «ზენ თრეველ» საქართველოს ბაზარზე დანერგა ველნეს და იოგა სამოგზაურო პროგრამები
გაცნობებთ, რომ პირველად საქართველოში, სპეციალიზირებული პროფილის მქონე სააგენტომ 'ზენ თრეველ' საქართველოს ბაზარზე დანერგა ველნეს და იოგა სამოგზაურო პროგრამები.
მომხმარებლებს ვთავაზობთ რითრით სამოგზაურო პროგრამებს (Retreat Holidays), რომელიც ითვალისწინებს დასვენებისადმი ინტეგრირებულ მიდგომას და აერთიანებს იოგის პრაქტიკებს, ემოციური გაჯანსაღების ალტერნატიულ თერაპიებს, სპა პროცედურებსა და ქართული კულტურის ინტერაქტიულ ელემენტებს.
პროგრამა დაფუძნებულია ერთ კონკრეტულ ტურისტულ ადგილზე, რომელიც შერჩეულია მისი უნიკალური ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. აღნიშნული ტურები უკვე ხელმისაწვდომია როგორც საერთაშორისო, ასევე ქართველი მოგზაურებისთვის.
რითრით პროგრამების დეტალები და კომპანიას შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე:
www.zentravel.ge