ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Cushman&wakefield: გასულ წელს, საქართველოში დამატებით 57 000 საწოლი ადგილი შეიქმნა
23 თებერვალი, 2017

2016 წლის განმავლობაში საქართველოში სასტუმრო ბიზნესი მკვეთრად გაიზარდა, - უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანიის Cushman&wakefield კვლევის მიხედვით, ზრდამ საერთო ჯამში დაახლოებით 20% შეადგინა, რაც დამატებით 57 000 საწოლ ადგილს შეადგენს. 

ამასთან, სასტუმროების უმეტესობა წინა წლების მსგავსად, კვლავ თბილისსა და ბათუმშია განთავსებული. კვლევაში მოხვდა ზამთრის საკურორტო ზონებში გაზრდილი მოთხოვნაც, მათ შორის გუდაურსა და გოდერძიზე. 

სასტუმროებზე მოთხოვნის უმეტესი წილი საერთაშორისო ვიზიტორებზე მოდის. საერთაშორისო ვიზიტორებიდან 37% ერთი ღამით მაინც დარჩა სასტუმროებში. 

კვლევაში ვკითხულობთ, რომ გასულ წელს არასტაბილური ეკონომიკური გარემოს გამო, რაც ძირითადად ლარის გაუფასურებით იყო გამოწვეული, საერთაშორისო ბრენდების სასტუმროების Rixos და Sheraton Tbilisi გახსნა მიმდინარე წლამდე გადაიდო. 

Cushman&wakefield-ი წლის პირველ კვარტალში სეზონურობიდან გამომდინარე, მოთხოვნის შემცირებას ელოდება, თუმცა საერთაშორისო ვიზიტორების გაზრდილი რაოდენობიდან გამომდნარე მის ზრდას პროგნოზირებს წლის განმავლობაში. 

2016 წლის დეკემბერში, თბილისში მოთხოვნა სასტუმროებზე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით გაიაზარდა.

businesscontract.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.