ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
«ვეფხისტყაოსნის» მოტივებზე შექმნილი სასტუმრო ერთ თვეში გაიხსნება (ფოტოკოლაჟი)
24 თებერვალი, 2017

ვეფხისტყაოსნის" მოტივებზე შექმნილი სასტუმრო Rustaveli Boutique Hotel -ი ერთ თვეში გაიხსნება. როგორც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ „კომერსანტთან" საუბრისას განაცხადა, სასტუმროში შემოვიდა მენეჯმენტის საერთაშორისო კომპანია და ის ამ სეზონზე გაიხსნება.

მოშეს ინფორმაციით, ეს ალბათ, იქნება ახალი სიტყვა მენეჯმენტსა და მომსახურებაში. ამის გარდა, უცხოელებისთვის ეს გახდება რუსთაველის სახლმუზეუმი და კულტურის კერა.

შეგახსენებთ, Rustaveli Boutique Hotel-ი „ვეფხისტყაოსანი" მოტივებზე შექმნილი პირველი სასტუმროა. სასტუმრო თავისუფლების მოედანზე მდებარეობს, შენობის დიზაინი დაფუძნებულია „ვეფხისტყაოსანზე" , ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინში გამოყენებულია ციტატები პოემიდან სამ - ქართულ, ებრაულ და ინგლისურ ენებზე. ნომრების დიზაინი კი პოემის სიუჟეტის მიხედვითაა შექმნილი. სასტუმროს ფოეიეში ძველი წიგნებით ბიბლიოთეკაც მოეწყო.

სასტუმრო ბუტიკის ტიპის, 4-5 ვარსკვლავიანია და ძირითადად, ისრაელიდან ვიპ-ტურებზე იქნება გათვლილი. იგი 15 ნომრიანია, პროექტში ინვესტიციის სახით 5 მილიონი დოლარი ჩაიდო.

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

COMMERSANT.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.