ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
10 ბრენდული სასტუმრო, რომლის გახსნა თბილისში 2019 წლამდეა დაგეგმილი - ფოტო
27 თებერვალი, 2017

2017-2019 წლებში საქართველოში 30-მდე განთავსების ობიექტის მშენებლობის დასრულებაა დაგეგმილი. აქედან 12 ობიექტის გახსნა თბილისში იგეგმება. მათ შორისაა: 
სასტუმრო ინტერკონტინენტალი, - მშენებლობას "აჭარა ჯგუფი" ახორციელებს. 



ჰილტონ გარდენ ინი, - Hilton Garden inn.-ს ლაშა პაპაშვილი EBRD–ის თანადაფინანსებით ჭავჭავაძის გამზირზე აშენებს, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 31 მილიონი დოლარია. 14–სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც 165 ნომერი იქნება განთავსებული ვაკეში უკვე მიმდინარეობს. 



Park inn by Radisson - სასტუმრო ჭანტურიას ქ. N10-ში, სასტუმრო „თორის“ ადგილზე შენდება. სასტუმროში 200 ნომერი, 120 ადამიანზე გათვლილი რესტორანი, ბარი, ლობი-ბარი, საკონფერენციო დარბაზები, შეხვედრების ოთახები და 40 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი იქნება. 



რუსთაველის გამზირზე, ფოსტის და ტელეგრაფის ყოფილ შენობაში კომპანია “სილკ როუდ ჯგუფი” ახალ სასტუმროს “რადისონ ბლუ ტელეგრაფი” გახსნის


Ramada Encore -ის სასტუმროს კომპანია "მ2 უძრავი ქონება" ახორციელებს. სასტუმრო 152 ნომრიანი იქნება. 



Golden Tulip - საერთაშორისო მენეჯმენტ-კომპანია "Golden Tulip-ი" Louvre Hotels Group-ის ქსელში შედის. სასტუმროს ბრენდი უკვე გაიხსნა ბორჯომში, მისი მშენებლობა მიმდინარეობს თბილისში.



Moxy Hotels- 130 ოთახიანი სასტუმრო თბილისის ცენტრში, ზაარბრუკენის მოედანზე განთავსდება. Marriot International-ის და GMT Group-ის ფარგლებში ეს უკვე მესამე სასტუმრო იქნება თბილისში.


უმსხვილეს ფრანგულ ბრენდ Accor ჯგუფში შემავალი სასტუმრო Pullman-ი, 5 კონტინენტზე, 31 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ის "აქსის თაუერსში" განთავსდება. სასტუმროს 234 ნომერი, ბიზნეს ტურისტებს უმასპინძლებს. სასტუმროში 250-მდე ადამიანი დასაქმდება.


სასტუმრო თავისუფლების მოედანი (Marriot International - Autograph Collection) ჯამური საინვესტიციო მოცულობა: $90 მლნ. პროექტს თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს.


პანორამა თბილისი- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშის მიხედვით სასტუმროს მშენებლობა 2019 წლისთვის უნდა დასრულდეს. 



რაც შეეხება სხვა ქალაქებში ასაშენებელ ობიექტებს, - "რუმსის" სასტუმროს განვითარება იგეგმება ბათუმში, - "აჭარა ჯგუფი" მის გახსნას შემოდგომისთვის გეგმავს. ბათუმში შენდება Courtyard-ის და Best Western-ის სასტუმროც, რომელიც საქართველოში გასულ წელს შემოვიდა. ამასთან მომდევნო ორ წელში იგეგმება ბათუმში Babylon Tower-ის მშენებლობის დასრულებაც. ამასთან, რადისონის სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს წინანდალშიც. 
 
 
მსგავსი სტატიები:

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.