ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რეგიონებში ტურიზმის განვითარების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
28 თებერვალი, 2017

საქართველოს რეგიონებში ტურიზმის სექტორის განვითარების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და USAID-ის პროექტ Zrda-ს ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა ბორჯომში ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

შეთანხმების მიზანია, სამცხე-ჯავახეთში აგრო, ეკო, სათავგადასავლო და კულტურული ტურიზმის ხელშეწყობა.

მემორანდუმის მიზანია ტურიზმის სექტორის ხელშეწყობა სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარესა და პანკისის ხეობაში. მემორანდუმის ხელმოწერის პარალელურად ბორჯომში კერძოსექტორის წარმომადგენლებთან მე-4 სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები და სფეროში არსებული გამოწვევები განიხილეს. 




ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.