პროექტის „ვანის ანტიკური ნაქალაქარი - გუშინ, დღეს, ხვალ“ განხორციელება დაიწყო. სრულად რეაბილიტირდება ვანის ნაქალაქარი
► ვანის არქეოლოგიური მუზეუმი საერთაშორისო სტანდარტით მოეწყობა და ის რეგიონში ყველაზე გამორჩეული მუზეუმი იქნება
► დასრულებულია ვანის მუზეუმის შენობის ნაწილი, ნაწილზე კი მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები.
• არქეოლოდიური ძეგლის ხუთ უბანზე მოეწყო დამცავი გადახურვები.
• დასრულებულია მუზეუმისა და არქეოლოგიური ძეგლის დამაკავშირებელი ხიდის რეკონსტრუქცია.
• ძეგლზე სრულდება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა
► პროექტი კომპლექსურ სამუშაოებს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის, ნაქალაქარის ტერიტორიის, მუზეუმამდე მისასვლელი გზისა და მუზეუმის სპეციალური ინვენტარით აღჭურვას მოიცავს
► მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 14,5 მილიონი ლარია
► ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წელს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით