ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
1 მაისიდან «ყატარის ავიახაზები» თბილისი-დოჰას მიმართულებით რეგულარულ რეისებს კვირაში 2-ჯერ შეასრულებს
02 მარტი, 2017

► ავიაკომპანიის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის უფროსმა კომერციულმა მენეჯერმა ჯოვანი სიმონინმა აღნიშნა, რომ „ყატარის ავიახაზები“ დადებითად აფასებს საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირების 5 წლიან პერიოდს, ასევე ავიაკომპანიის ადგილობრივი წარმომადგენლობის წარმატებულ საქმიანობას მგზავრთა მოზიდვის თვალსაზრისით.

►ავიაკომპანიის ინფორმაციით, როგორც საქართველოს, ისე ყატარისა და მთლიანად შუა აღმოსავლეთის რეგიონის მგზავრების მხრიდან მოთხოვნა დოჰა-თბილისი-დოჰას მიმართულებაზე წლიდან წლამდე განუხრელად იზრდება.

►ხუთვარსკვლავიანმა ავიაკომპანიამ ოპერირება დოჰა-ბაქო-თბილისი თბილისი-ბაქო-დოჰას საჰაერო ხაზზე კვირაში 7 სიხშირით დაიწყო, 2016 წლის დეკემბრიდან კი 4 ახალი სიხშირე დაამატა შუალედური (ბაქო) პუნქტის გარეშე.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.