ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გიორგი ჩოგოვაძე გურჯაანის მუნიციპალიტეტს ესტუმრა
06 მარტი, 2017

"ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტებისთვის პოტენციურად საინტერესო ადგილები მოვინახულეთ.

ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად, გასული წლის დეკემბრიდან ვმუშაობთ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარებისა კონცეფციის განსაზღვრაზე და ხედვის ჩამოყალიბებაზე, ვეძებთ იმ კონკრეტულ და უნიკალურ შესაძლებლობებს, რომელიც მეტი ტურისტის მოზიდვის საშუალებას მოგვცემს.

გიორგი ჩოგოვაძესთან და საპარლამენტო ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად ვესტუმრეთ გურჯაანის ყველაწმინდას, დავათვალიერეთ ველისციხის ძველი უბნები და შესანიშნავი არქიტექტურა, ვეწვიეთ ახტალას და საოჯახო მარნებს, სადაც ქვევრის განუმეორებელი ღვინოც დავაგემოვნეთ.

გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად მუნიციპალიტეტის სხვა ღირშესანიშნაობებიც განვიხილეთ, სადაც ტურისტების ნაკადის გაზრდის მეტი შესაძლებლობა არსებობს. შევთანხმდით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზეც.

როგორც მოგეხსენებათ, ტურიზმი და ტურიზმის განვითარება ჩემი წინასააჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო. ჩემი დიდი სურვილია, რომ ეს საკითხი ფართო საზოგადოების მნიშვნელოვანი ჩართულობით განვიხილოთ. ყველამ ერთად გავიაზროთ ტურისტული ბაზრის თანამედროვე მოთხოვნები და ერთად ვიზრუნოთ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტების მოზიდვისთვის აუცილებელი გარემოს ჩამოყალიბებაზე.

ვფიქრობ და მზად ვარ, კონკრეტული ინიციატივებით მივმართო მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ტურიზმის ხელშემწყობ პროგრამებში უფრო მოქნილი და რეგიონის საჭიროებებზე მორგებული პირობების ფორმირებისთვის."

 გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი

 


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.