ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
23 ფაქტი და ინფორმაცია საქართველოს შესახებ, რომელიც ტურიზმის პოპულარიზაციისათვის არის მნიშვნელოვანი
09 მარტი, 2017

უცხოელი ტურისტების მოსაზიდად ყველაზე ცნობილი ინფორმაცია საქართველოზე:

1. სიღნაღის ციხე- გალავანი, არის ფართობით ევრობაში პირველი და მსოფლიოში მეორე ჩინეთის კედლის შემდეგ

2. ევროპის უმაღლესი მწვერვალები საქართველოშია

3. ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი, ზღვის დონიდან 2345 მეტრზე მდებარეობს, სოფელი "ბოჭორნა", თუშეთი

4. ოქროს პირველი მაღარო აღმოჩენილია საქართველოში, საყდრისი.

5. პირველი ევრაზიელები დმანისში

6.ევროპაში ყველაზე ღრმა უფსკრული არის თოვლიანი უფსკრული საქართველოში. (აფხაზეთში)
ყველაზე ღრმა უფსკრული – კარსტული წამრონაქმნი არამარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოში – ესეც საქართველოშია, აფხაზეთში – კრუბერის (ვორონიას) მღვიმე – 2005 წელსაა აღმოჩენილი და უდიდესი სიღრმეა აქამდე გამოკვლეული – 2190მ!

7. რკინის ხანის არქოლოგიური ძეგლი თრიალეთში, სადაც კლდეზეა ნაკაწრ- ნახატები (პირველი ნახატები საქართველოში, აქაა უნივერსიტეტის სიმბოლოს პირველი ეგზემპლიარი, შველი ძუძუს აწოვებს ნუკრის).

8. ღვინის სამშობლო- საქართველო

9. ამირანის(პრომეთეს) სამშობლო

10. მედეას და კირკეს სამშობლო

11. ქართული ხმა კოსმოსში - ჩაკრულო

12. სტალინის სამშობლო

13. ქრისტეს და ღვთისმშობლის კვართი საქართველოში

14. 2 მოციქულის მატათას და სიმონ კანანელის საფლავი საქართველოში

15. საქართველოს და კავკასიის ენდემური ფლორა და ფაუნა

16. 1800 წლოვანი უთხოვარის ხე

17. "ადამიანისმაგვარი მაიმუნის "უდაბნოპითეკის" და კახეთის "ქვაბებიჰირაქსის" (ნამარხი ფაუნა) სამშობლო

18. ქართული დამწერლობა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში და 14 დამწერლობიდან ერთია.

19. მრავალსართულიანობის მიხედვით მსოფლიოში პირველობა ეკუთვნის ცუცხვათის (მაღარას) მღვიმეს (ტყიბული), ეს მღვიმე 11-12 სართულისგან შედგება

20. მსოფლიოში ყველაზე ცხელი წყალი აღმოჩნდა საქართველოში, ოჩამჩირის რაიონი სოფელ კინდღის ტერიტორიაზე, სადაც მიწის ბურღვის დროს ჭაბურღილიდან იფეთქა თერმულმა წყალმა. მისი ტემპერატურა 104 გრადუსია ცელსიუსუთ. წყალი ამოჩქეფს 3580მ სიღრმიდან. 2.თითქმის ასეთივე ტემპერატურა აქვს ფონიჭალის მიდამოებში აღმოჩენილ წყალს (103 გრადუსი), ეს წყალი აღმოაჩინეს 1966 წელს ბურღვის შედეგად, რომელიც 3600 მ სიღრმიდან ამოსჩქეფს 3. ცაიშის მინერალური წყლის ტემპერეტურა 81 გრადუსია.

21. პირველი საბავშვო რკინიგზა მსოფლიოში გაყვანილ იქნა თბილისში, მუშთაიდის ბაღში 1935 წელს.

22. მსოფლიოში უძველესი თაფლი აღმოაჩინეს საქართველოში (საქართველოში, ბორჯომის რაიონში, არქეოლოგებმა ყორღანში მიცვალებულის ნეშტთან ერთად ორი კერამიკული ჭურჭელი იპოვეს, რომელშიც მცენარეების მტვერი აღმოჩნდა. სპეციალური გამოკვლევების შედეგად დასტურდება, რომ აღმოჩენილი მცენარეების მტვერი უძველესი დროის თაფლია. ქართველი არქეოლოგები ფიქრობენ, რომ ქართული თაფლი ეგვიპტურზე ორი ათასი წლით ძველია. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ყველაზე ძველი ნიმუში ტუტანხამონის სამარხში იყო ნაპოვნი. კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში აღმოჩენილი თაფლი დაახლოებით 5500 წლისაა, ტუტანხამონის საფლავში ნაპოვნი ნიმუში კი 3500 წლის წინ არის დამზადებული.
მეცნიერების აზრით,სამარხში აღმოჩენილი ქალის ნეშთი პირველ მეფუტკრეს ეკუთვნის, რომელსაც სამარხში სხვადასხვა სახეობის თაფლი ჩაატანეს. თუ არქეოლოგების აღმოჩენა მეცნიერულად დადასტურდა, საქართველო შესაძლოა თაფლის სამშობლოდ იქნეს აღიარებული).

23. ყველაზე ძველი ძაფი საქართველოშია აღმოჩენილი

ავტორი: გიორგი ოღნიაშვილი


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.