ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ხის კონტეინერებისგან დამზადებული სასტუმრო Quadrum-ი გუდაურის შემდეგ აჭარაში გამოჩნდება
09 მარტი, 2017

სასტუმრო Quadrum-ი მფლობელი ხის კონტეინერებისგან დამზადებულ კონსტრუქციის დადგმას აჭარაშიც გეგმავს. როგორც პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი ერისთავი „კომერსანტთან" ექსკლუზიურად აცხადებს, ხის კონტეინერებისგან დამზადებული, 11 ნომრიანი სასტუმრო, გუდაურში, 2017 წლის 15 თებერვალს გაიხსნა და ტურისტების მხრიდან დიდი აქტივობით გამოირჩევა. მისი ინფორმაციით, სასტუმროს პირველ სტუმრებს მთლიანად უცხოელები წარმოადგენდნენ. მათ შორის იყვნენ, ჩეჩნები, რუსები.

ერისთავის ინფორმაციით, პროექტის განხორციელება ჯამში დაახლოებით 1 700 მილიონი ლარი დაჯდა. მისივე განმარტებით, ამ დროისთვის 600 კვადრატული მეტრი ფართის მიწის ნაკვეთზე 20 კონტეინერია განთავსებული.ერისთავის თქმით, ხის კონტეინერების უმაღლესი ხარისხის ხისგანაა აწყობილი და მინუს 40 გრადუს სიცივეზეა გათვლილი.

მისი განმარტებით, სასტუმრო Quadrum-ში 2 ადგილიანი სტანდარტული ნომრის ფასი 90 დოლარიდან იწყება. ლუქსის ფასი კი 200 დოლარს შეადგენს.

„იდეა იყო ის, რომ სასტუმრო აქაურ პირობებს და ლანშაფტს რაც შეიძლება კარგად მორგებოდა. არ დავიწყეთ ნგრევა, თხრა.აღნიშნული 2 კონტეინერი თავისუფლად იდება მანქანაზე და მისი ტრანსპორტირება ადვილად ხდება"-აცხადებს ერისთავი.

მისი განცხადებით, კონტეინერები ქუთაისში, ერთ-ერთ გადამამუშავებელ ქარხანაში დაამზადდა. ერისთავის ინფორმაციით, 1 კონტეინერის ფართი 21 კვადრატული მეტრია (შედის სველი წერტილებიც).

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ერისთავი აცხადებს, რომ დაგეგმილია გუდაურში, კონსტრუქციის გაფართოება. ასევე ინტერესი არსებობს აჭარის რეგიონზეც. „გუდაურში უკვე გვაქვს საკუთრებაში დამატებით 600 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, აღნიშნული კონსტრუქციის გვერით. მომავალი სეზონისთვის ალბათ, გავიზრდებით და გაფართოვდებით. აჭარაში მიწა ჯერ არ გვაქვს"-აცხადებს ერისთავი.

კონტეინერებისგან სასტუმროს აშენების იდეა არქიტექტორებს სანდრო რამიშვილს ეკუთვნის.

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

ფოტო: copter.ge

COMMERSANT.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.