ბრიტანულმა გამოცემა The Daily Telegraph–მა ევროპის ნაკლებადცნობილი ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთა დათვალიერებასაც რეიტინგის ავტორები ტურისტებს წელს ურჩევენ. სიაში თბილისიც მოხვდა. რეიტინგის სახელწოდებაა „ევროპული ქალაქები, სადაც ჩასვლა არასდროს გიფიქრიათ, თუმცა ამის გაკეთება ღირს.“
სია შედგენილია იმ მოგზაურებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ რეკლამირებულ და ტირაჟირებულ ტურისტულ მიმართულებებზე.
რეიტინგის პირველ ადგილზე მოხვდა იტალიის ქალაქი ბერგამო, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტურისტების შეფასებენ იტალიური ტბების სილამაზეს და მის მიმართ გულგრილნი არ დარჩებიან.
მეორე პოზიციაზე განთავსდა ესპანური ქალაქი ვიტორია–გასტეისი, სადაც, რეიტინგის შემდგენელთა აზრით, შესაძლებელია ქვეყნის „სულის“ სრულად შეგრძნება.
მესამე პოზიციაზეა პორტუგალიური ტავირა. თბილისი მერვე პოზიციაზეა.
სულ რეიტინგში 21 ქალაქია შესული.
თბილისის შესახებ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ მოდერნის სტილში შესრულებული მშვენიერი შენობები, ტრადიციული აივნებიანი სახლებით არის ის, რასაც ზოგიერთი გახუნებულ დიდებულებას უწოდებს. ამასთან, ახალი სასტუმროებისა და სავაჭრო „მოლების“ რაოდენობა იზრდება და ელიტური საცხოვრებლები ისტორიულ რაიონებშიც შედის.
გამოცემაში ნათქვამია, რომ თბილისი უკვე თავდაჯერებულად იყურება ევროპის მიმართულებით და გავს ქალაქს, რომელიც ბოლოს და ბოლოს საკუთარ თავს დაუბრუნდა.
The Daily Telegraph–ს მოჰყავს ცნობილი მომღერლის ქეთი მელუას სიტყვები იმის შესახებ, რომ ესაა ისტორიულად მდიდარი ქალაქი, სადაც ბევრი ტურისტი არ ყოფილა და სწორედ ამის გამო უფრო ღირებულია იქ ჩასვლა.
ყველაზე მიმზიდველი, ნაკლებად ცნობილი ევროპული ქალაქების ტოპ–ათეული ასე გამოიყურება:
1. ბერგამო, იტალია
2. ვიტორია–გასტეისი, ესპანეთი
3. ტავირა, პორტუგალია
4. ოსიეკი, ხორვატია
5. სპოპიე, მაკედონია
6. უმეო, შვედეთი
7. ტრევიზო, იტალია
8. თბილისი, საქართველო,
9. ნანტი, საფრანგეთი
10. ბრეგენცი, ავსტრია.
The Daily Telegraph–ს მოჰყავს ცნობილი მომღერლის ქეთი მელუას სიტყვები იმის შესახებ, რომ ესაა ისტორიულად მდიდარი ქალაქი, სადაც ბევრი ტურისტი არ ყოფილა და სწორედ ამის გამო უფრო ღირებულია იქ ჩასვლა.The Daily Telegraph–ი არის ყოველდღიური ბრიტანული გაზეთი, რომელიც ქვეყანაში The Times–თან, The Guardian–თან და The Independent–თან ერთად ერთერთ ყველაზე პოპულარულ და მრავალტირაჟიან გამოცემად მიიჩნევა. მისი საშუალო ყოველდღიური ტირაჟი 600 ათასი ეგზემპლარია.
