ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უშბას მწვერვალთან მისასვლელ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება
12 ნოემბერი, 2015

ბეჩო-ტურბაზა-შიხრას საავტომობილო გზის 7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

ამის შესახებ „კომერსანტს“ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. მათი თქმით, ანიშნული საგზაო მონაკვეთი მესტიის რაიონულ ცენტრთან და ქვეყნის სხვა რეგიონებთან აკავშირებს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდზე განლაგებულ სოფლებს: დოლასვიფს, უშხვანარს, ჭოხულდსა და დოლს, ასევე, სასაზღვრო პოლიციის ბაზასა და სასაზღვრო საგუშაგოებს. ამავე გზით გადაადგილდებიან ტურისტები უშბას მწვერვალთან და ტურბაზა „შიხრას“-თან მისასვლელად. ასფალტ-ბეტონის საფარი გზის მხოლოდ 1,5 კილომეტრიან მონაკვეთზე იყო დაგებული და და ისიც ისე იყო დაზიანებული, რომ  ადგილობრივებსა თუ ტურისტებს გადაადგილება რთულ პირობებში უხდებოდათ.

პროექტი ითვალისწინებს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, ერთი ახალი ხიდის მშენებლობას, მოსახლეობის ეზოში შესასვლელების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნების და ავტოპავილიონების მოწყობას. ასევე,  წყალგამტარი მილების, გზის საყრდენი კედლების, გვერდულების, კიუვეტების, გაბიონებისა და საგზაო ნიშნების მოწესრიგებას. 

ამ დროისათვის, 1 კმ-მდე საგზაო მონაკვეთზე  დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და მიმდინარეობს ხიდის ხიმინჯების ამოყვანის სამუშაოები; აღნიშნული გზის რეაბილიტაციის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა, რადგან გამართული გზის არსებობასთან მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ადგილობრივი ტურიზმის განვითარების პერსპექტივა. 

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 5 მილიონ 412 ათასი ლარია.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.