ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ინფრასტრუქტურის სამინისტრო: მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის მთელ მიმართულებაზე გზა გაწმენდილია
19 ნოემბერი, 2015

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მთელ მიმართულებაზე  გზა გაწმენდილია.  გუდაური-კობის საუღელტეხილო მონაკვეთზე (კმ94-კმ104), რომელიც ზღვის დონიდან 2400 მეტრზე მდებარეობს, 15 გრადუსი ყინვის პირობებში, შენარჩუნებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობის რეჟიმი ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის (გზა გაწმენდილია და დაყრილია ქვიშა-მარილი). 

გზის გაწმენდითი სამუშაოები გუდაური-კობის მონაკვეთზე ოპერატიულად ხორციელდება. ამისათვის ადგილზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს შესაბამისი სამსახური და მუდმივად  მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა. 

“საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კომპეტენციაა გზის გაწმენდა და შესაბამისი რეჟიმის დაწესება. ხოლო, დაწესებული რეჟიმისათვის შეუსაბამო აღჭურვილობით (ზამთრის პერიოდის შესაბამისი საბურავები და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები) მოძრავ ავტოტრანსპორტს, საპატრულო პოლიცია მისი უფლებამოსილების ფარგლებში, გადაადგილების უფლებას არ აძლევს. ამასთანავე, მივმართავთ ტელეარხებს, რომ თვითონ, ადგილზე გადააამოწმონ გზაზე არსებული მდგომარეობა და არ იხელმძღვანელონ მხოლოდ იმ მძღოლების განცხადებებით, რომელთა ავტოტრანსპორტი სხვადასხვა მიზეზის გამო არ გაატარეს გაწმენდილ საგზაო მონაკვეთზე,” - აცხადებენ სამინისტროში და მოუწოდებენ მძღოლებს დაიცვან საავტომობილო გზებზე დაწესებული რეჟიმები, გამოიყენონ ზამთრის პერიოდის  შესაბამისი საბურავები და თან იქონიონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.