საერთაშორისო კომპანია “რადისონის სასტუმროების ჯგუფი” საქართველოში 5 სასტუმროს მშენებლობას გეგმავს.
ამის შესახებ bm.ge-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში რადისონის სასტუმროების ჯგუფის ვიცე პრეზიდენტმა განუცხადა.
“საქართველო ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი ლოკაცია იყო. ამ ეტაპზე აქ სამი სასტუმრო გვაქვს – თბილისში, ბათუმსა და წინანდალში. ათი წელია აქ ვართ და კარგად ვიცნობთ ბაზარს, თავს კომფორტულად ვგრძნობთ, ამიტომ გაფართოებას და ინვესტირებას ვგეგმავთ. ახლა ვამუშავებთ 5 პროექტს, აქედან – 2 იქნება თბილისში – “რადისონ რედი” და ასევე, თბილისისთვის ვგეგმავთ “რადისონ ქოლექშენის” ტიპის სასტუმროს აშენებასაც“, – განაცხადა BM.ge-თან აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში “რადისონის სასტუმროების ჯგუფის” ვიცე პრეზიდენტმა მიშელ სტალპორტმა.