ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2 მაისს თბილისში Rixos-ის ნაცვლად სასტუმრო Wyndham Grand-ი იხსნება
23 აპრილი, 2019

2 მაისს, თბილისში სასტუმრო Rixos-ის ნაცვლად სასტუმრო Wyndham Grand-ი იხსნება. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატაში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომპირველ სტუმარს სასტუმრო ამავე დღეს მიიღებს. Wyndham Grand-ის გახსნას პრემიერ-მინისტრი მამუკა  ბახტაძე  ისრაელიდან სპეციალურად ჩამოსულ დელეგაციასთან ერთად დაესწრება.

როგორც ცნობილია, სასტუმროს გახსნის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა, 2018 წელს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე „კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ სასტუმრო საკმაოდ რთული ტექნოლოგიებით და ძვირადღირებული მასალებით შენდება.

შენობა დედაქალაქის ცენტრში, გუდიაშვილის ქუჩაზე, სამუზეუმო უბანშია განთავსებული , პროექტის ბიუჯეტი 45 მლნ დოლარია, სასტუმროში 158 ოთახი იქნება, 17 ლუქსი და  2 საპრეზიდენტო აპარტამენტი პანორამული ლიფტით.სასტუმროში  რამდენიმე საკონფერენციო დარბაზია

სასტუმროში განთავსებულია: საცურაო აუზი, აზიური სპა, სამი კაფე-ბარი და რესტორანი, მათ შორის, პანორამული “სქაი ბარი”, 5 საკონფერენციო დარბაზი. ცნობილია, რომ სასტუმროსთვის ექსკლუზიური 22-მეტრიანი ჭაღი მსოფლიოში განათების ერთ-ერთი წამყვანმა კომპანიამ „ლასვიტი“ დაამზადა.

რაც შეეხება Wyndham Grand-ის ბრენდს, ის Wyndham Hotel Group-შემავალია, სასტუმროების ეს ჯგუფი მსოფლიოში უმსხვილესია, მასში 8 000 სასტუმრო, 600.000-ზე მეტი სასტუმრო ოთახია გაერთიანებული მსოფლიოს 66 ქვეყანაში. ჯგუფში სულ 15 ბრენდია გაერთიანებული.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.