5 დეკემბერს, მთის კურორტების განვითარების კომპანიამ, გოდერძის სათხილამურო კურორტიოფიციალურად გახსნა.
კურორტზე საბაგირო გზის ყველაზე მაღალი სადგური 2 350 მეტრზე მდებარეობს. ხულოს გამგეობის ცნობით, კურორტზე ორი სახის საბაგიროა – გონდოლას და ბაბლის ტიპის, ტრასების საერთო სიგრძე კი 8 კილომეტრია
კურორტის ზონაში აიგო და კეთილმოეწყო 380 კვ.მ ფართობის სასტუმროს ტიპის ხის კოტეჯები.
კურორტ ,,გოდერძიზეზე” სასტუმროს ტიპის კოტეჯებში ორადგილიანი ნომრის ფასი -100 ლარია,
ოთხადგილიანი ნომრისა კი 150 ლარი. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფასში არ შედის კვება, თუმცა კოტეჯებში არის საერთო სამზარეულო. ასევე ჰოლი ბუხრით, თხილამურების შესანახი ოთახი და Wi-Fi.
სასტუმროს ორადგილიანი ნომრის ფასი 80 ლარია, ოთხადგილიანი ნომრის ფასი კი – 120 ლარი.
ორადგილიანი ნომერი საერთო აბაზანით – 60 ლარი ღირს, ოთხადგილიანი ნომერი საერთო აბაზანით – 100 ლარი (ფასში არ შედის კვება).
სასტუმროში არის სასადილო, ჰოლი და თხილამურების შესანახი ოთახი.
ადმინისტრაციის ცნობით, საახალწლოდ კოტეჯებსა და სასტუმროში ნომრები უკვე 16-მა ადამიანმა დაჯავშნა.
მათივე ინფორმაციით, დადგენილი ფასები წლის ბოლომდე არ შეიცვლება.
წყარო: