ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს რკინიგზამ საახალწლოდ თბილისი-სენაკის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დანიშნა
26 დეკემბერი, 2015

“საქართველოს რკინიგზამ” საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მოძრავი ელექტრომატარებელი დანიშნა.

კომპანიის ცნობით, ელექტრომატარებელი ყოველდღიურად 26 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იმოძრავებს.

თბილისიდან მატარებელი 10:25 საათზე გავა და სენაკში 14:34 საათზე ჩავა; სენაკიდან კი მატარებელი გამოვა 19:35 საათზე და თბილისში იქნება 23:45 საათზე.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.