ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველო მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე FITUR -2016 "კურიერი"
28 იანვარი, 2016

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

მადრიდში FITUR -2016-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 8 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი.

გამოფენას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაესწრო.

გიორგი ჩოგოვაძემ საერთაშორისო ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა 20-24 იანვარს ჩატარდა.

გამოფენაზე 160-ზე მეტი სახელმწიფოდან 9 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. FITUR -2016-ს 100 ათასზე მეტი დამთვალიერებელი დაესწრო.

გამოფენას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 7 ათასზე მეტი ჟურნალისტი აშუქებდა. მადრიდის გამოფენას ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.




ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.