რა როლს შესარულებს ახალი სამთო-სათხილამურო კუორორტი ქვეყანაში ტურიზმის განვითარების თავლსაზრისით?
სამთო-სათხილამურო კურორტი თეთნულდი ოფიციალურად გახსნილია. ცერემონიას გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო.
მთავრობის წევრები პროექტს ადგილზე გაეცნვნენ და მაშველებს გაესაუბრნენ. პრემიერმა კურორტის ადმინისტრაციული შენობა და თოვლის სატკეპნი ტექნიკაც დაათვალიერა.
პრემიერის ინიციატივით, დაიწყება ქუთაისი-ლენტეხი-თეთნულდის დამაკავშირებელი გზის გაყვანა, რომლის მეშვეობითაც, კურორტიდან ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტამდე 2 საათში ჩასვლა იქნება შესაძლებელი.
“ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი არამარტო საქართველოში, არამდე აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენ ამის გარდა ვგეგმავთ, რომ გაკეთდეს დამატებითი საბაგირო, რომელიც სოფელ მულახიდან თეთნულდის ბაზას დაუკავშირდება და ასევე აუცილებლად გაკეთდება ქუთაისი-ლენტეხი-თეთნულდის დამაკავშირებელი გზა,“ - განაცხადა პრემიერმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ამ სათხილამურო კურორტს ექნება ყველაზე დიდი ვერტიკალური დაშვება.