ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართული ღვინის დღე / Georgian Wine Day
04 ოქტომბერი, 2015

4 ოქტომბერს, ქართული ღვინის დღეზე იგეგმება სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, გაიშლება კარვები რომლებიც გაფორმდება ვაზის, ყურძნისა და ღვინის ამსახველი ვიზუალებით, მევენახეობა-მეღვინეობის თითქმის ყველა რეგიონის დიდ ქალაქებში, ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვები, როგორც ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული ნახატების, ფოტოების, კულტურულ-ტრადიციული ნიმუშების, ასევე ღვინო-პროდუქციის. დაიდგმება ქუჩის მონიტორები, სადაც ქართული ღვინისა და ღვინის ტურიზმის ვიდეო ფილმები და კლიპები იტრიალებს. გაიმართება ფოლკლორულ-კულტურული ღონისძიებები.რუსთაველის გამზირზე მოეწყობა ღვინის აღლუმი სადაც 525 მოხალისე სხვადასხვა ვაზის ჯიშით მოხატულ მაისურებში იქნება წარმოდგენილი და შეუეთდებიან მსვლელობას. ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს აქციაში გთხოვთ დაგვიკავშირდით ფეისბუქის გვერდით.

მობრძანდით რესპუბლიკის მოედანზე 4 ოტომბერს და ერთად ავღნიშნოთ ქართული ღვინის დღე!

დასაწყისი 11:00 საათი.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.