ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ახალი ავიაკომპანია „ეარ ჯორჯია“ მომხმარებელს ბიზნესავიაციის მიმართულებით მომსახურებას შესთავაზებს
26 თებერვალი, 2016

საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია „ეარ ჯორჯია“ შემოდის, რომელიც  ბიზნესავიაციის  სფეროში იმუშავებს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იქნება ბაზირებული.

ექვსადგილიანი თანამედროვე ბიზნესჯეტი, კომფორტული სალონით, რეისებს ევროპისა და აზიის ყველა  ქვეყნის მიმართულებით განახორციელებს და ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომი იქნება. 

ნებისმიერ მომხმარებელს პირველი მარტიდან, ახალი კომპანიით სარგებლობა და დაკვეთის განხორციელება უკვე შეეძლება.   

კომპანიის მომსახურების პაკეტში, აეროპორტში გაცილება, დახვედრა და VIP  მომსახურება შედის.  

ავიაკომპანია „ეარ ჯორჯია“ მომავალში, თვითმფრინავების პარკის გაზრდასაც  გეგმავს. 

 
ავტორ(ებ)ი : კომერსანტი
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.