ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მარტვილის კანიონის სანაოსნო მონაკვეთი იჯარით გაიცემა
29 თებერვალი, 2016

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, გიგლა აგულაშვილი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, ლაშა მოისწრაფიშვილი მარტვილის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრაზე მინისტრმა, ადგილობრივებს მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები გააცნო.

ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას. რეგიონში მოთხოვნა გაიზრდება საოჯახო სასტუმროებზე, კვების ობიექტებზე და სანაოსნო ტრანსპორტის მომსახურებაზე.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა, თომა დეკანოიძემ პრეზნეტაცია ჩაატარა და მოსახლეობას აუქციონში მონაწილეობის პირობები განუმარტა.

დაცული ტერიტორიების სააგენტო 5 წლის ვადით, იჯარით გასაცემად მარტვილის კანიონის კეთილმოწყობილ და საექსპულატაციოდ გამზადებულ 280-მეტრიან სანაოსნო მონაკვეთს გაიტანს. აუქციონის საწყისი ფასი ყოველწლიური ბრუნვის 10% იქნება.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში, 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.