ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Air Arabia, Scat-ი, EL AL Israel Airlines-ი, ARKIA და Dniproavia ბათუმში რეგულარულ ფრენებს იწყებენ
07 მარტი, 2016

თბილისი (BPI) – ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს მალე ახალი მოთამაშეები ეყოლება.

ბათუმის მიმართულებით რეგულარული საჰაერო ფრენების განხორციელებას გეგმავენ ავიაკომპანიები: Air Arabia, Scat, EL AL Israel Airlines, ARKIA დაDniproavia.

„აჭარის საკურორტო ზონის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება, შესაბამისად სტაბილურად იზრდება ბათუმის აეროპორტის მიერ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობაც. აღნიშნული მიმართულებით რეგულარული და ჩარტერული რეისებს ახორცილებენ სხვადასხვა ავიაკომპანიები: Georgian Airways,Turkish Airlines, BELAVIA, YANAIR. ამასთან, ამ მომენტისათვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მიმდინარე წელს ბათუმის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულებას გეგმავენ შემდეგი ავიაკომპანიები: Air Arabia, Scat, EL AL Israel Airlines, ARKIA, Dniproavia. ახალი გადამყვანების მოძიებაზე ზრუნავს ბათუმის აეროპორტის ოპერატორი კომპანია „TAV Batumi“, ადგილობრივი ხელისუფლება და ტურიზმის დეპარტამენტიც“, – აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ჯალაღონია.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.