2019 წლის მარტში ქვეყნიდან 281 019 საქართველოს მოქალაქე გავიდა.
შს სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებიდან ყველაზე ხშირად გერმანიაში მიემგზავრებოდნენ.
კერძოდ, გერმანიაში საქართველოს მოქალაქეთა გასვლების რაოდენობა 6 056 იყო. მას მოსდევს საბერძნეთი, სადაც 3 730 გამგზავრება ფიქსირდება; მე-3 ადგილზე კი 3 185 გასვლით პოლონეთია.
რაც შეეხება ქვეყნების ტოპ-სამეულს, სადაც მარტში საქართველოდან ყველაზე იშვიათად მიემგზავრებოდნენ, ასე გამოიყურება: რუმინეთი – 10 გამგზავრება; ბულგარეთი – 102 და ბელგია – 168 გამგზავრება.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკა 16 ქვეყანას მოიცავს და აქედან მხოლოდ სამ ქვეყანაში არ ფიქსირდება უარი საზღვრის კვეთაზე. ეს ქვეყნებია: რუმინეთი (გაემგზავრა – 10); ლიეტუვა (გაემგზავრა – 501) და ნიდერლანდები (გაემგზავრა – 331).
რაც შეეხება შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებლებს, ჯამში ასეთი 13 ქვეყანა იყო. ყველაზე მეტი – 105 უარი წინა თვეში საქართველოს მოქალაქეებს ავსტრიაში უთხრეს. მას მოსდევს კვიპროსი – 39 უარით, მე-3 ადგილზე კი ესპანეთია, სადაც მარტში 37 უარი დაფიქსირდა; მე-4 და მე-5 ადგილებს კი საფრანგეთი და გერმანია ინაწილებენ, შესაბამისად, 35 და 31 უარით.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებში უარის თქმის სტატისტიკას, ასე გამოიყურება: იტალია – 30 უარი, საბერძნეთი – 13, პოლონეთი – 20 უარი, უნგრეთი – 10, ჩეხეთი – 3, ლატვია – 27 უარი, ბელგია – 4 და ბულგარეთი – 1 უარი.
BPN