იტალიელი მუსიკოსის ეროს რამაზოტის კონცერტი თბილისში 24 აპრილს გაიმართება. ინფორმაცია თბილისში დაგეგმილი კონცერტის შესახებ ეროს რამაზოტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
აქვე აღნიშნულია, რომ კონცერტი სპორტის სასახლეში გაიმართება, თუმცა ბილეთების გაყიდვა ჯერ დაწყებული არ არის.
ეროს რამაზოტი საქართველოში კრანოდარიდან ჩამოვა. მას კონცერტები რუსეთის რამდენიმე ქალაქში აქვს დაგეგმილი. თბილისიდან კი ეროს რამაზოტი სომხეთში გაემგზავრება. ერევანში მისი კონცერტი 26 აპრილსაა დაგეგმილი. 28 აპრილს კი, მუსიკოსი მსმენელის წინაშე ბაქოში წარდგება.
.png)