ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
პროექტი «ვენდობი» ს პრეზენტაცია
25 მარტი, 2016

მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად და ტურიზმის განვითარების მიზნით ახალი პროექტი „ვენდობი“ იწყება.

პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის BGCC-ის, თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის, ვიდეოპორტალი www.myvideo.ge-ს, ჟურნალი OK-ის და გაზეთ Georgia Today-ის თანამშრომლობით მომზადდა.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ისეთ კომპანიებს, რომლებსაც არ აქვთ იმის საშუალება, რომ ძვირადღირებული პიარკამპანიები, გადაიღონ ძვირადღირებული ვიდეოები და შეიძინონ საეთერო დრო. პროექტი: საქართველოში, აზერბაიჯანსა და ბელარუსში ტარდება. 

პროექტში ჩართული კომპანიისთვის მზადდება ვიდეო რგოლი, რომელიც განთავსდება სამი ქვეყნის ვიდეოპორტალებზე საქართველოში www.myvideo.ge, აზერბაიჯანში www.myvideo.az და ბელორუსში www.tut.by. ყველა ვიდეო თანაბარი სირთულის იქნება და კომპანიის სანდოობის მიხედვით გაკეთდება აქცენტი.

პროექტის მთავარი არსია, რომ ხმის მიცემა უბრალოდ ე.წ like- ის საშუალებით მოხდეს, რომელიც უფასოა. ოქტომბრის ბოლოს, თბილისობას პროექტის შეჯამება და გამარჯვებულების დაჯილდოება მოხდება. სპეციალურ სიგელებს გადასცემს ქალაქ თბილისის მერია, ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტი და ბრიტანულ ქართული სავაჭრო პალატა.




ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.