ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თელავის აეროპორტი ,,მიმინო“ ოფიციალურად გაიხსნა და მას ერეკლე II-ის სახელი მიენიჭა
26 აპრილი, 2016

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის თელავის აეროპორტი ,,მიმინო“ ოფიციალურად გაიხსნა და მას ერეკლე II-ის სახელი მიენიჭა.აეროპორტის გახსნას, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი სერგო ტეფნაძე დაესწრნენ.

გაიმართა საჩვენებელი ფრენები საავიაციო უნივერსიტეტის Piper Seneca, Cessna 152 და A-22-ის ტიპის საჰაერო საშუალებებით.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის,  სერგო ტეფნაძის განცხადებით, თელავის აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით.

,,აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის, საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის. საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას აეროპორტში გაივლიან.“-განაცხადა სერგო ტეფნაძემ.

მისივე თქმით,   მიმდინარეობს მათთვის განკუთვნილი საერთო საცხოვრებლის რემონტი.  

აეროპორტიდან შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საჰაერო გასეირნების (საჰაერო ტურების) ორგანიზება ტურისტებისთვის. დღეისათვის თელავის აეროპორტში 40 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 16 ადგილობრივი მცხოვრებია.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.