ზაფხულის სეზონის გააქტიურებასთან ერთად აჭარაში ახალი გასართობი კომპლექსები იხსნება. 15 ივნისს აჭარაში კომპლექსი Vertigo იხსნება, კომპლექსი შედგება ღია საცურაო აუზისგან, რომელშიც შავი ზღვის წყალია.
კომპლექსის დირექტორი იოსებ კანთელაძე „კომერსანტთან" განმარტავს, რომ „ვერტიგო" განსხვავებულია, შედგება ლუქს ტიპის რესტორნებისგან ევკალიპტის ხეივანში და ლაუნჯისგან ტერასაზე, ზღვის ხედით.
მისივე თქმით, აუზზე სეზონის განმავლობაში სხვადასხვა წვეულებები მოეწყობა, მოწვეული იქნებიან დიჯეები, გაიმართება კონცერტები. კონცელიძე ამბობს, რომ ვერტიგოს რესტორნისთვის მენიუ ექსკლუზიურად შეიქმნა ცნობილი შეფ მზარეულის, კონსტანტინ თედელურის მიერ. დასასვენებელი კომპლექსი საშუალო და მაღალ სეგმენტზე იქნება გათვლილი. კომპლექსში სეზონის მანძილზე 50 ადამიანამდე დასაქმდება.
ავტორ(ებ)ი : სალომე სოსელია