ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ Rio-2016 შესახებ
21 ივლისი, 2016

Rio-2016 საერთაშორისო სპორტული ღონისძიება ტარდება ქ. რიო-დე-ჟანეიროში 2016 წლის 5 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო პარაოლიმპიური თამაშები ტარდება 7-18 სექტემბრის ჩათვლით.

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესვლა/გასვლა საქართველოს მოქალაქეებს ბრაზილიის ტერიტორიაზე ტურისტული მიზნით გამგზავრებისთვის (90 დღე 180 დღის პერიოდში) არ ესაჭიროებათ ვიზა.

უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრაზილიაში ჩაფრენამდე სატრანსპორტო საშუალებაში ავსებს ბრაზილიის ფედერალური პოლიციის საემიგრაციო ფურცელს, რომელიც თან უნდა იქონიოს ქვეყნის დატოვების დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია დაჯარიმდეს.

საბაჟო

ბრაზილიის კანონმდებლობის თანახმად განსაზღვრულია მაქსიმალური ფულადი რაოდენობის ზღვარი - 10 000 ბრაზილიური რეალის ოდენობით, რომლის შეტანაგატანის უფლება აქვს მოქალაქეს საზღვრის კვეთისას.

თუ თანხა აღემატება დაწესებულ ზღვარს საჭიროა თანხის ელექტრონულად დეკლარირება https://idg.receita.fazenda.gov.br/orientacao/aduaneira/viagens-internacionais/guia-doviajante/e-dbv/e-dbv

დამატებითი ინფორმაცია საბაჟო საკითხების შესახებ: https://idg.receita.fazenda.gov.br/orientacao/aduaneira/viagens-internacionais/guia-doviajante/entrada-no-brasil

http://idg.receita.fazenda.gov.br/sobre/acoes-e-programas/grandes-eventos/jogos-olimpicose-paralimpicos

ქვეყნის შიდა ტრანსპორტი

ქ. რიო-დე-ჟანეიროში საზოგადოებრივი ტრანსპორტია - მეტრო და ავტობუსი.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე სასურველია გამოიყენოთ ლიცენზირებული ტაქსი.

საჰაერო და საავტომობილო ტრანსპორტი წარმოადგენს ქალაქებს შორის გადაადგილების ძირითად საშუალებას.

ვალუტა

ბრაზილიის ვალუტას წარმოადგენს ბრაზილიური რეალი - REAL (BRL).

ვალუტის კონვერტირება ბრაზილიურ რეალში შესაძლებელია, როგორც საბანკო, ასევე ვალუტის გადაცვლის „Сâmbio“ დაწესებულებებში.

მომსახურების გადახდისას რეკომენდირებულია მოქალაქებმა გამოიყენონ საკრედიტო ბარათები.

ფულის ნაკლებობის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ „Western Union-ს“, „MoneyGram“-ისა და გადარიცხვის სხვა სისტემებით. გზავნილის მისაღებად საჭიროა წარადგინოთ მოქალაქის პასპორტი. 

უსაფრთხოება

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში (ქ. რიო-დეჟანეირო, ქ. სან-პაულო, ქ. რესიფი, ქ. სალვადორი და სხვ) მაღალია კრიმინოგენული ვითარება.

კრიმინალის მსხვერპლი შესაძლებელია გახდეთ, როგორც ქალაქის დასახლებულ რაიონში, ასევე ზღვის სანაპიროზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არა ლიცენზირებულ ტაქსში.

რეკომენდირებულია ღამის საათებში ტურისტები განსაკუთრებით მოერიდონ ღარიბ გარეუბნებში Favelas (Shantytowns) გასვლას; არ არის რეკომენდირებული ძვირფასი სამკაულებისა და ძვირადღირებული ტექნიკის ტარება.

იმ შემთხვევაში თუ ტურისტი კრიმინალის მსხვერპლი გახდა, რეკომენდირებულია არ გაუწიოს წინააღმდეგობა მოძალადეს, ვინაიდან თავდამსხმელი შესაძლებელია იყოს შეიარაღებული ან იმყოფებოდეს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ.

ჯანმრთელობა

ბრაზილიაში გამგზავრებამდე რეკომენდირებულია მოქალაქეებმა შეიძინონ საერთაშორისო სამგზავრო დაზღვევა. ბრაზილიაში გამგზავრებამდე რეკომენდირებულია მოქალაქეებმა გაიკეთონ ყვითელი ცხელების (Yellow fever) საწინააღმდეგო ვაქცინა (

იხილეთ ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტი

http://wwwnc.cdc.gov/travel/pdf/yellow-fever-vaccine-recs-brazil-2014.pdf,

ასევე, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ინტერნეტ ბმული http://wwwnc.cdc.gov/travel/destinations/clinician/none/brazil).

ბრაზილიაში არსებული ვირუსების ზიკა, დენგე და ჩიკუნგუნიასთან დაკავშირებით ინფორმაცია, გთხოვთ იხილოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებ გვერდზე:

http://www.who.int/mediacentre/news/releases/2016/zika-health-advice-olympics/en/

დაკავება

ბრაზილიაში ყოფნისას მოქალაქე ექვემდებარება ბრაზილიის კანონმდებლობას, რომლის დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქის მიმართ გატარდება შესაბამისი სანქციები - ჯარიმის ან დაკავების სახით.

საგანგებო სიტუაციის დროს

საჭირო კონტაქტები პოლიცია - 190; სასწრაფო დახმარება - 192;

სახანძრო სამსახური - 193.

ქ. რიო დე-ჟანეიროში ტურისტების პოლიცია - Delegacia Especial de Apoio ao Turismo (DEAT) – ტელეფონი: +552122322924, მისამართი: Afrânio de Melo Franco Avenue, nº 159, Leblon, Rio de Janeiro.

ქ. სან პაულოს ტურისტული პოლიცია (Delegacia de Protecao ao Turista) - 11-3120- 4447, 11 3151-4167.

ოპერატორები ძირითადად საუბრობენ პორტუგალიურ ენაზე.

ოლიმპიური/პარაოლიმპიური თამაშების ბილეთები

ყალბი ბილეთების ინტერნეტ საიტებიდან ან ულიცენზიო ბილეთის გადამყიდველებისგან შეძენილი არასანქცირებული ბილეთების მქონე პირები ვერ შეძლებენ ღონისძიებაზე დასწრებას;

- ოლიმპიადის ბილეთების ოფიციალურ ნომინალურ ღირებულებაზე მაღალ ფასად გაყიდვა ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად.

- რეკომენდირებულია ბილეთების შეძენა შემდეგ ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.rio2016.com/en/tickets

პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ საქართველოს საელჩოს ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და საქართველოს წარმომადგენლობას კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში

მისამართი : ქ. ბრაზილია QI 07 conj. 11 casa 01 Lago Sul CEP 71.615-310

ტელ.: (+55 61) 33661101

ფაქსი: (+55 61) 33661161

ელ. ფოსტა: brazil.emb@mfa.gov.ge

https://www.facebook.com/Embaixada-da-Ge%C3%B3rgia-no-Brasil-210144552476943/

საკონსულო თანამდებობის პირი: ეკატერინე რეხვიაშვილი-მანდღო

ტელ:(+55 61) 33661101/23;

ცხელი ხაზი: (+55 61) 998-67-899;

ელ- ფოსტა: erekhviashvili@mfa.gov.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.