ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბაღდათი–ადიგენის საზღვართან მთის დღესასწაული აღნიშნეს
10 აგვისტო, 2016

ბაღდათი–ადიგენის ადმინისტრაციულ საზღვართან მთის დღესასწაული გაიმართა. 

დამეგობრებულმა მუნიციპალიტეტებმა ბაღდათმა და ადიგენმა შემოქმედებითი ჯგუფების ერთობლივი ღონისძიება გამართეს. ასევე, მოეწყო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა, დოღი და სხვა აქტივობები. 

ღონისძიებებს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი გელა მშვილდაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე და ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი ესწრებოდნენ. 

აღნიშნული ღონისძიება გასული საუკუნის 80–იანი წლებიდან იღებს სათავეს, თუმცა გარკვეული პერიოდი აღარ აღინიშნებოდა. ტრადიცია 2015 წელს აღდგა და ბაღდათსა და ადიგენს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც მოეწერა ხელი. 


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.