კურორტი საირმე
სამკურნალო კურორტი საირმე მდებარეობს ქუთაისის სამხრეთით,ზღვის დონიდან 950-მ-ზე.ეს ადგილი გამოირჩევა უნიკალური მდებარეობით,სამკურნალო,მინერალური და თერმული წყლების მდიდარი საბადოებით,ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი,წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებით და ულამაზესი ბუნებით.
თბილისიდან კურორტამდე მანძილი 282-კმ-ია.კურორტის რეაბილიტირება 2011 წელს დაიწყო და დასრულებული სახე 2013 წელს მიიღო.ბიუჯეტმა 10 მილიონი ლარი შეადგინა.პროექტის ფარგლებში მოეწყო სასტუმრო ,,საირმე’’,გაკეთდა კურორტის ლანშაფტის მოდერნიზირება,ჩატარდა სამუშოები სარეკრეაციო ,სავაჭრო და საკვები ობიექტების მოსაწყობად.კურორტის ინფრასტრუქტურა მაღალი სტანდარტებით კეთილმოეწყო.მის ჩამონათვლაში შედის სამკურნალო წყაროები,სამკურნალო პოლიკლინიკა,ბიუვეტები,სპა,რესტორანი,კაფე,დაცული ავტოსადგომი,სუპერმარკეტი,მოსასვენებელი ფანჩატურები,ბილიარდი და მაგიდის ჩონგბურთი,სათამაშო მოედანი და ღია აუზი.
სასტუმრო საირმე
ახალი სასტუმრო საირმე სრულიად აკმაყოფილებს სამვარსკვლავიანი სასტუმროების სტანდარტებს.ნომრების საერთო რაოდენობა-150.-ია.ორადგილიანი-72,სამადგილიანი-65 და აპარტამენტი-13.ნომრები გამოირჩევა კომფორტულობითა და მყუდროობით.აღჭურვილია:პლაზმური ტელევიზორით,საკაბელო ტელევიზიითა და სწრაფ ინტერნეტით.ტელეფონითა და თანამედროვე აქსესუარებით.ნომერში არის მინი ბარი.
სასტუმრო საირმეს კაფეტერიის ტევედობა ერთდრულად 150-180 კაცია.საკვები მზადდება ადგილობრივი წარმოების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან.სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული საცხობი კაფეტერიას უგემრიელსი ფუნთუშებით ამარაგებს.მენიუ აქ ყველდღე განსხვავებული და მრავალფეროვანია(შვედურ მაგიდის პრინციპი)
საკომფერენციო დარბაზი და რესტორანი
კურორტი საირმე გიქმნითკომფორტულ გარემოს იმისათვის,რომ მოაწყოთ წარმატებული საქმიანი შეხვედრა ან წვეულება.აქ ფუნქციონირებს 2 საკონფერენციო დარბაზი თითოეული გათვლილია 150 ადამინზე.ასევე 3 შეხვედრის ოთახი 50 ადამინის ტევედობით.
რესტორანის ტევადობა ერთდროულად 200-250 კაცია.აქ ქართული და ევროპული კერძების ფართო არჩევენია.საინტერესოდ არის დატვირთული თითოეული დღე ღონისძიებებით,რაც აქ დამსვენებლებს სასიამოვნო გარემოს უქმნის.კვირის განმავლობაში რესტორანში ტარდება კარაოკე,გასართობი ღონისძიებები ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების მონაწილეობით.ეწყობა ქართული ფილმების ჩვენება და მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია.
მინერალური წყაროები და მათი სამკურნალო თვისებები
რაც შეეხება კურორტის მინერალურ წყაროებს და მათ გამოყენებას სამკურნალოდ-აქ ფუნქციონირებს სადღეღამისო საკურორტო პლიკლინიკა,რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური აპარატურით.ფუნქციონირებს ულტრასონოგრაფიის კაბინეტი,აფთიაქი.კლინიკაში განთავსებულია უროლოგიური,ენდოკრინოლოგიური,კარდიოლოგიური და თერაპიული კაბინეტები,სადაც მარალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტები მუშობენ.
კურორტ საირმეში არსებული წყაროების მინერალური წყლები წარმოადგენს ნახშირმჟავა, ბორიან, რკინიკან, კაჟმჟავა, ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიან-კალციუმიან წყალს. ჩატარებული კვლევებიდან აღნიშნული მინერალური წყლების რეგულარული მიღება (დალევა), თერაპიულად მოქმედებს შემდეგ დაავადებების დროს: შარდ-კენჭოვანი დაავადებების (თირკმელში, შარდსაწვეთში და შარდის ბუშტში), პიელონეფრიტითა და ცისტიტით გართულებული (თუ კენჭი არ უშლის ხელს შარდის გამოყოფას, პასაჟს). რეფლუქს-ეზოფაგიტი, მსუბუქი და საშუალო ხარისხის, რემისიის სტადიაში. ქრონიკული გასტრიტი (ნორმალური და დაქვეითებული სეკრეციული ფუნქციით) რემისიის ფაზაში. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, რემისიისა ან არასრული რემისიის ფაზაში, სისხლდენისადმი მიდრეკილების გარეშე. კოლიტი და ენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი და ქოლანგიტი- ქრონიკული მიმდინარეობის. ინფექციური ჰეპატიტი, ჰეპატიტის შემდგომი ნარჩენი მოვლენებით, არააქტიურ ფაზაში დაავადებიდან 1-2 თვის შემდეგ ღვიძლის ფუნქციების უმნიშვნელო გადახრებით. ქოლეცისტექტომიის გამო განვითარებული მდგომარეობა, ოპერაციიდან 4-5 თვის შემდეგ. შაქრიანი დიაბეტი არაინსულინდამოკიდებული ფორმით. რკინადეფიციტური ანემია.
თერმული წყალი და სპა ცენტრის პროცედურები
აბაზანები ხორციელდება მინერალური წყლით და ექსტრაქტებით.თერმული წყარო მიწიდან 1500 მეტრის სიმაღლიდან ამოედინება და მისი ტემპერატურა 43 გრადუსია. საქართველოს კურორტოლოგიის ინსტიტუტისა და გერმანელი სპეციალისტების მიერ დადგინდა,რომ საირმის თერმული წყლები ხასიათდება მაღალი თერაპიული ეფექტით.თერმული წყალი წარმოადგენს სულფიდურ (გოგირდწყალბადიან), სულფატურ, ნატრიუმიან-კალციუმიან წყალს და მისი გამოყენება ხდება აბაზანების სახით შემდეგი დაავადებების დროს: რევმატოიდული პოლიართრიტი, (ართრიტი) უპირატესად სახსროვანი და კლინიკურად კომბინირებული ფორმები, არააქტიურ ფაზაში, მინიმალური და საშუალო აქტივობით. ოსტეოართრიტის და ოსტეოართროზის (კეთილთვისებიანი, დისტროფიული, ნივთიერებათა ცვლის და ენდოკლინული ფუნქციის მოშლის შედეგად მეორადი სინოვიტით). მიოზიტი და ფიბრომიოზიტი. სახსრების კონტრაქტურა და დიუპეტრენის კონტრაქტურა. რადიკულიტი, რადიკულონევრიტი, იშიაზი, დუმბალგია (ქრონიკულ და ქვემწვავაე სტადიაში). ნევროზი, ნევრასთენია, რეინოს დაავადება, შაკიკი, პროგრესული კუნთოვანი დისტროფია (მსუბუქ სტადიაში). სებორიული ექზემა, ქრონიკულ სტადიაში.
# 1 წყარო თირკმელების დაავადებათა სამკურნალოდ გამოიყენება. ასევე აძლიერებს ნაღვლის წვენის წარმოქმნას და სანაღვლე გზებიდან ანთებითი პროცესის განდევნას უწყობს ხელს.
# 2 და # 4 შემთბარი წყლით ჩატარებული ამორეცხვების შედეგად ნაღვლის ბუშტი და სადინარები წიდისაგან და სანაღვლე კენჭებისგან თავისუფლდება.
# 3 წყაროს წყალთან ერთად მას საშარდე ორგანოების და ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ. საირმის წყალი კენჭს თანდათანობით ანაწევრებს, გამოაქვს მარილები, რომელებიც მისი წარმოქმნის პირველი წინაპირობაა. ასევე ანელებს კენჭისა და მარილების მოძრაობით გამოწვეულ ანთებით პროცესებს. კენჭის ოპერაციული მკურნალობის შემდეგ საირმის წყალს პროფილაქტიკის მიზნით იყენებენ.
სპა ცენტრში წარმოებს წყალქვეშა მასაჟები,მიმდინარეობს სამკურნალო პრფილაქტიკური პროცედურები და მასაჯები.
გთავაზობთ პირდაპირ ჩამონათვალს ,რასაც საირმის წყლები კურნავს:თირკმლებს, თირკმლის მენჯის, შარდსაწვეთის, შარდის ბუშტისა და შარდსადენის ქრონიკულ ანთებას.
საშარდე ორგანოების კენჭოვან დაავადებებს,.საშარდე ორგანოების კენჭების ოპერაციის შემდგომ მდგომარეობას .მინერალურ ცვლილებებს.
ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ქრონიკულ ანთებას. ღვიძლის ქრონიკულ ანთებას.ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების კენჭოვან დაავადებას.სანაღვლე გზების ოპერაციული მკურნალობის შემდგომ მდგომარეობას.
კუჭის ქრონიკულ ანთებას, ნორმალურ, მომატებულ და დაქვეითებულ მჟავიანობას.
წვრილი და მსხვილი ნაწლავების ქრონიკულ ანთებას.
საირმის მინერალური წყლით მკურნალობა კარგ შედეგს იძლევა თირკმელებისა და საშარდე გზების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და კუჭ-ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადების დროს.
განსაკუთრებით ეფექტურია მკურნალობა თირკმლისა და საშარდე ორგანოების კენჭოვანი დაავადებების მიმართ საშარდე ორგანოების კენჭების ოპერაციული მკურნალობის შემდგომი მკურნალობისათვის.
ნაღვლის ბუშტის სანაღვლე გზების კენჭების ოპერაციული მკურნალობის შემდგომი პერიოდისათვის.
საშარდე ორგანოების კენჭების ოპერაციული მკურნალობის შემდგომი მკურნალობისათვის.
საირმის მინერალური წყლები იწვევს შარდდენის გაძლიერებას, რის ნიადაგზეც გამორეცხავს თირკმლის მენჯში და შარდსაწვეთში ანთებითი პროცესების შედეგად წარმოქმნილ ლორწოს, ჩირქსა და მკვდარ უჯრედებს. ამის შემდეგ კალციუმის მარილებს საშუალება ეძლევათ იმოქმედონ ანთების საწინააღმდეგოდ. ცხრება შეშუპება, დაზიანებული ნაწილები ხორცდება. თანდათან ქრება ანთებითი პროცესი და ორგანიზმს უბრუნდება თავისი ნორმალური მდგომარეობა.
რეაბილიტაციის ცენტრის ფასები:
1. მინერალური წყლის აბაზანა თაფლისა და ქლიავის ექსტრაქტით მოსვენების ჩათვლით 15 წუთი - 17 ლარი.
2. მინერალური წყლის აბაზანა გრეიფუტისა და როზმარინის ექსტრაქტით მოსვენების ჩათვლით 15 წუთი -17 ლარი
3. მინერალური წყლის აბაზანა როზმარინის ექსტრაქტით მოსვენების ჩათვლით 15 წუთი - 15 ლარი.
4. მინერალური წყლის აბაზანა სოჭის ექსტრაქტით მოსვენების ჩათვლით 15 წუთი - 14 ლარი.
5. მინერალური წყლის აბაზანა მაგნეზიის ექსტრაქტით მოსვენების ჩათვლით 15 წუთი - 15 ლარი.
6. მინერალური წყლის აბაზანა ანტიცელულიტური ფორთოხლისა და გუარანას ექსტრაქტით მოსვენების ჩათვლით 15 წუთი - 20 ლარი.
7. მინერალური წყლის აბაზანა ჟასმინისა და გოჯი ექსტრაქტით მოსვენების ჩათვლით 15 წუთი - 18 ლარი.
8. მინერალური წყლის აბაზანა ღვიის ექსტრაქტით მოსვენების ჩათვლით 15 წუთი 18 ლარი.
9. მინერალური წყლის აბაზანა ლავანდის ექსტრაქტით მოსვენების ჩათვლით 15 წუთი - 16 ლარი.
10. მინერალური წყლის აბაზანა მოსვენების ჩათვლით 15 წუთი - 7 ლარი.
11. ზედა კიდურების აბაზანა მოსვენების ჩათვლით 15 წუთი - 8 ლარი.
12. ქვედა კიდურების აბაზანა მოსვენების ჩათვლით 15 წუთი - 8 ლარი.
13. შარკოს შხაპი მოსვენების ჩათვლით 10 წუთი - 10 ლარი.
14. ჰიდრო-ჭავლური სხეულის მასაჟი მოსვენების ჩათვლით 15 წუთი - 15 ლარი.
15. წყალქვეშა მასაჟი მოსვენების ჩათვლით 15 წუთი - 20 ლარი.
16. ჰიდროკოლონოთერაპია (მსხვილი ნაწლავების გამორეცხვა) - 50 ლარი.
17. გინეკოლოგის კონსულტაცია 20 ლარი.
18. გინეკოლოგიური ირიგაცია 10 ლარი.
19. გინეკოლოგიური მასაჟი 15 წუთი - 20 ლარი.
20. სწორი ნაწლავის ირიგაცია- 20 ლარი.
21. საერთო მასაჟი - 45 წუთი-30 ლარი.
22. ზურგის მასაჟი -20 წუთი -20 ლარი.
23. ქვედა კიდურების მასაჟი 15 წუთი - 10 ლარი.
24. ზედა კიდურების მასაჟი 15 წუთი - 10 ლარი.
25. სარელაქსაციო მასაჟი 45 წუთი - 30 ლარი.
26. რეფლექსური ტერფების 15 წუთი- 15 ლარი.
27. ინტენსიური თერაპია (სამკურნალო მასაჟი) 50 წუთი-50 ლარი.
28. შიაცუ (ჩინური წერილოვანი მასაჟი) 50 წუთი - 50 ლარი.
29. ტაილანდური მასაჟი 60 წუთი - 50 ლარი.
30. ბალი (ინდონეზიური მასაჟი) 45 წუთი- 40 ლარი
31. მანუალური თერაპია (სამკურნალო მასაჟი) 30 წუთი - 30 ლარი.
32. თაფლით მასაჟი -40 ლარი.
33. ანტიცელულიტური მასაჟი -40 ლარი.
34. ლიმფოდრენაჟი 45 წუთი - 30 ლარი.
35. ანტისტრესული მასაჟი 30 წუთი- 30 ლარი.
36. ვულკანური ქვებით მასაჟი 60 წუთი- 60 ლარი.
37. არომათერაპია 60 წუთი- 50 ლარი.
სასტუმროს დასაჯავშნად დაგვიკავშირდით +995 555 284851
ავტორი:
ნათია ფეიქრიშვილი