ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისიდან თუშეთამდე თანამედროვე, ევროპული სტანდარტების გზა აშენდება
11 აგვისტო, 2016

 

"ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ტენდერი გზის პროექტირებაზე, რომელიც აუცილებლად აშენდება  და იქნება სქართველოს დედაქალაქიდან თუშეთამდე მიმავალი თანამედროვე ევროპული სტანდარტების გზა",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თუშეთში განაცხადა.

"განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ და მივაქცევთ თუშეთის განვითარებას. თუშეთს ტურიზმის თვალსაზრისით, უდიდესი პოტენციალი აქვს. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ტენდერი გზის პროექტირებაზე, რომელიც აუცილებლად აშენდება  და იქნება სქართველოს დედაქალაქიდან თუშეთამდე მიმავალი თანამედროვე ევროპული სტანდარტების გზა იმისთვის, რომ ყველა ტურისტმა უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მოკლე დროში მოახერხოს თუშეთში ამოსვლა. 

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზები, რომელზეც ასევე ვმუშაობთ. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სხვაგვარად შეუძლებელი იქნება ამ მხარისა და კულტურის მომავალი თაოებბისთვის შენარჩუნება. 

ამ გზა ბევრი დანიშნულება ექნება. უპირველს ყოვლისა, ტურიზმის თვალლაზრისით, რომ ოჯახებმა მეტი შემოსავალი ნახონ, ჰქონდეთ მეტი ინტერესი იმის, რომ მცირე სასტუმროები გაიხსნას. ექნება უსაფრთხოების დანიშნულებაც, რადგან ეს სასაზღვრო რეგიონია. რა თქმა უნდა, ექნება კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების დანიშნულებაც. 

მინდა ქედი მოვიხარო ყველა იმ თუშის წინაშე, რომელიც გმირულად, განსაკუთრებით ზამთარში არ ტოვებს თუშეთს და რომელიც მართლაც საქართველოს ფარი და ყველა ჩვენგანის სიამაყეა",- განაცხადა კვირიკაშვილმა. 

წყარო:


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.