საქართველოში მცხოვრები ერები
საქართველოში უძველესი დროიდან ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები,თუმცა გვიან შუა საუკუნეებამდე მათი ხვედრითი წილი ქვეყნის მთელ მოსახლეობაში დიდი არ ყოფილა.ესენი იყვნენ ძირითადად აფხაზები,ქართველი ებრაელები(რომელთა წინაპრები საქართელოში ჯერ კიდევ ძვ.წ.6 საუკუნეში მოვიდნენ),სომხები და უფრო მცირე რაოდენობით–მუსლიმანები.სავარაუდოა,რომ 16 საუკუნის ბოლომდე საქართველოს ეროვნულ შემადგენლობაში არაქართველი მოსახლეობის ხვედრითი წილი 10–12%–ს არ აღემატებოდა.
მე–17 საუკუნიდან მასობრივი დასახლება დაიწყო(ოსები,აზერბაიჯანელების წინაპრები,სომხები).მე–19 საუკუნეში რუსეთის იმპერიამ ქვემო ქართლში ჩაასახლა,სამცხე–ჯავახეთში დიდი რაოდენობით სომხები(თურქეთიდან),თრიალეთში კი–ბერძნები და სხვები.მასობრივი ხასიათი ქონდა ოსების მიგრაციას ჩრდილო კავკასიიდან საქართველოში.მე–20 საუკუნის დასაწყისისათვის არაქართველთა რაოდენობამ–30% მიაღწია.
2002 წლის აღწერით არაქართველებმა საქართველოში შეადგინეს(აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩაუთვლელად)16,3%,ანუ 710 ათასი კაცი.
ქურთები,აზერბაიჯანლები,ებრაელები,რუსები,აფხაზები ,ოსები,ბერძნები,აისორები ,ქისტები,პოლონელები,ბოშებიდა სხვები. საქართველო ინტერნაციონალური ქვეყანა.რამდენიმე მათგანის ისტორიისა და კულტურის შესახებ მინდა გიამბოთ.
ამ სტატიაში ქურთებზე და აზერბაიჯანელებზე მოგიყვებით.
ქურთების ისტორია
ქურთები საქართველოს მოსახლეობის 0,5% შეადგენენ.ისინი მიეკუთვნებიან ინდოევროპულ ოჯახის,ირანულ ენოვან ხალხს,ისინი ძირითადად ცხოვრობენ თურქეთში,ირანში,ერაყში სირიაში.ლაპარაკობენ ქურთულ ენაზე.მიუხედავად ნაციონალური სახელმწიფოს არ ქონისა მათ შეინარჩუნეს ტრადიციები,კულტურა.
მათი უმეტესობა აღიარებს ისლამს,სუნიზმს,ნაწილი–სიიზმს,ზოგი ქრისტიანობას,იუდაიზმს,ალევიზმს,იეზიდიზმ
მათი არსებობა ცნობილია მე–3 და მე–2 ათასწლეულებიდან.
საქართველოში მცხოვრები ქურთები ძირითადად იეზიდების სექტას მიეკუთვნებიან.ისინი აქ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ /1914 წ/ ჩამოვიდნენ. მაღალი ბუნებრივი მატების გამო მათი რიცხვი აქ 6–ჯერ გაიზარდა.1989 წლის აღწერით 33 ათასი შეადგინა.2002 წლის მონაცემებით –20,8 ათასი კაცი იყო,აქედან 18,3 ათასი იეზიდი .ქურთები თბილისში ,რუსთავში და თელავში ცხოვრობენ
ტრადიცია და კულტურა
ქურთების პირველი დამწერლობა თარიღდება მე–17 საუკუნით. ქურთი პოეტებია: ფაკი ტეირანი, მალაე ბათე, ახმედ ხანი და სხვა.
ტრადიციულად,ისინი მესაქონლეობას,მიწათმოქმედებას,მემცენარეობას,მებაღეობა,მეთამბაქეობას მისდევენ.
ფოლკლორი გამოირჩევა,მდიდარია მრავალფეროვნებით: ზღაპრები, სიმღერები, საქორწინო და დასაკრძალავი ჩვეულებები.
ქურთების ტრადიციული ჩაცმულობა..
ტრადიციული მამაკაცის ჩასაცმელია ფართო შარვალი შიგ ვეება ხმლით.,თავსაფარი,
ნაციონალური ტანსაცმელები შემორჩენილი აქვთ ასაკოვან ქალებს. კომპლექტში შედის: ქალის პერანგი(კრასი), ფართო შარვლები(ხევალკრასი), ჟილეტი(ელექ), ქვედა კაბა(ნავდზერე, ტუმანი) წინსაფარი(შალეკი), ხელზე წამოსაცმელი(დავზანგი), შალის ქამარი(ბენე პეშტე), თავსაბურავი(კოფი, ფინო) შალის წინდები(გორე), ფეხსაცმელი. სიცივეების პერიოდში ქალები რამდენიმე კაბას ერთად იცმევდნენ. კაბებზე დაკერებული ჰქონდათ პერლამუტრის ღილები და ნიჟარები. ნაქარგები გაკეთებული ჰქონდათ ფერადი ძაფებით. ცნობილი იყვნენ ვერცხლის ქამრებით. მათი მორთულობის აუცილებელი ელემენტი იყო გულსაკიდები, საყურეები, სამაჯურები. ქურთის ქალები მიუხედავად რელიგიის აღმსარებლობისა ატარებენ თავსაფრებს, თუმცა, არასოდეს უტარებიათ ჩადრი.
ქურთების განსხვავებული ტრადიციაა კლოჯი.
მას აღნიშნავენ მარტში. ამ დროს ოჯახი აცხობს დიდ ნამცხვარს, შიგ დებენ მძივს ან მონეტას. ნაჭრებად ჭრიან, თითოეულ ნაჭერს ოჯახის წევრის სახელს არქმევენ. ვისაც ეს მონეტა შეხვდება ჭამის დროს, მისთვის ეს წელი წარმატებული იქნება.
ქურთებს ქართველებისგან განსხვავებული ქორწილი აქვთ. ეკლესიაში ჯვარს არ იწერენ, მხოლოდ ხელს აწერენ. თავდაპირველად ბიჭი ახლობლებით მიდის პატარძლის წამოსაყვანად. როცა პატარძალს წამოიყვანენ, კარებში თეფშს უდებენ,რომელიც სიძე-პატარძალმა უნდა გატეხოს. მათ მისვლამდე აკეთებენ უფოთლო ხის ტოტს. მასზე კიდებენ ხილს, ტკბილეულს და პატარძალს თავზე აბერტყენ, რათა პატარძლის ცხოვრება მათ ოჯახში ტკბილი იყოს. შემდეგ პატარძალს სიძე ბალიშს ესვრის, სახლში შესვლისას კი ვაშლს.
ადრე ქურთებს ახასიათებდათ ასეთი წესი: როცა ადამიანს დაკრძალავდნენ და მიწას მიაყრიდნენ, მის საფლავზე ცეცხლს ანთებდნენ, რათა მიცვალებულის სხეულიდან არ ამოსულიყო სული და არ ჩასულიყო ცხოველის სხეულში. ეს წესი წარსულში დარჩა, ახლა კი ამას არცერთი ქურთი არ აკეთებს.
აზერბაიჯანელების ისტორია
საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლების ძირითადი ნაწილი იყო მომთაბარე ტომი ბორჩალუ,რომელიც შაჰ–აბასმა ჩამოასახლა ქვემო ქართლში. დანარჩენი ცოტა მოგვიანებით შემოსული მუღანლების შთამომავლები არიან.19–20 საუკუნეების მანძილზე აზერბაიჯანული ტომების მნიშვნელოვანი მიგრაცია არ ყოფილა საქართველოში. აზერბაიჯანლებს. მაღალი ბუნებრივი მატება ახასიათებთ.ისინი თურქული წარმოშობის არიან.საქართველოს აზერბაიჯანელების უმრავლესობა მუსლიმანი სუნიტებია,არიან შიიტებიც.
სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში ცხოვრობს 284 ათასი აზერბაიჯანელი.მათი 75 % –სოფლადაა.უმრავლესობას შეადგენენ მარნეულის,ბოლნისის,დმანისის რაიონში,გარდაბანსა და საგარეჯოშიც მრავლად არიან. საქართველოში მათი წილი ქვეყნის მოსახლეობაში 6,5%–ია.
ტრადიციები და ადათ–წესები
ტრადიციულად სოფლის მოსახლეობა ცხოვრობს მთებში ,ტერასებზე,ქვის სახლებში, ბრტყელი გადახურვით.მათი ტრადიციული საქმიანობაა ხალიჩების რთვა,საიუველირო საქმიანობა,ხის და ქვის დამუშავება,მებამბეობა,მეშალეობა,მებაღეობა,მევენახეობა.
ისინი იცავენ ნაციონალურ ტრადიციებს დაბადების დღიდან–მთელი ცხოვრება: ქორწინება, ბავშვის დაბადება, სტუმართმოყვარეობა, მოსავლის აღება, დღესასწაულები და სხვა.
"ვის ოჯახშიც სტუმარი არ არის, დაე, ის ოჯახი დაიშალოს".
სტუმართმოყვარეობის ტრადიციის შესახებ მათი ლიტერატურიდან ცნობილია შემდეგი გამონათქვამი: "ვის ოჯახშიც სტუმარი არ არის, დაე, ის ოჯახი დაიშალოს".
განსაკუთრებულ სტუმრებს გამორჩეულ ადგილას განსაკუთრებულ დახვედრებს უწყობენ. მასპინძლები ორ ჯგუფად იყოფა. ერთ ჯგუფში უფროსებია, რომლებსაც მიაქვთ საჩუქარი სტუმრისთვის: სპეციალურად გამომცხვარი პური, ლავაში, მარილი, სარკე, შერბეთი და სხვა, რაც შეხვეულია წითელ ნაჭერში. მეორე ჯგუფში სახელმწიფო მოხელეებია, მომღერლები, მუსიკოსები, ჩაცმული ტრადიციულ ტანსაცმელში. ისინი ცოტათი ჩამორჩებიან პირველ ჯგუფს. გოგონები სტუმრებს ფეხებში უყრიან ყვავილებს და როცა ოჯახში შედიან, ფეხქვეშ უფენენ ძვირფას ხალიჩებს.
" ნავრუზი"( ახალ დღეს ნიშნავს) ეს ერთ-ერთი საინტერესო და უძველესი დღესასწაულია. იგი გაზაფხულის, ახალი წლის დადგომის ზეიმია.ძველი წლის დამთავრების და ახალი წლის დადგომას წინ უსწრებს 4 ოთხშაბათის დღესასწაული: პირველი ოთხშაბათი ეს არის ოთხშაბათი_წყალზე, მეორე_ცეცხლზე, მესამე_მიწაზე და მეოთხე_გაზაფხულის დადგომა. ამ ტრადიციით ყოველმა ოჯახმა საღამოს, სახლის სახურავზე უნდა დაანთოს იმდენი ჩირაღდანი,რამდენი ადამიანიც ცხოვრობს ოჯახში. შემდეგ ანთებენ კოცონს, რომელსაც ყველა უნდა გდაახტეს ჯადოსნური სიტყვებით. როცა კოცონი ჩაქრება, ნაცარი ახალგაზრდებმა უნდა მიმოფანტონ სოფლის განაპირას ან გზაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ, კოცონზე გადახტომის შემდეგ ყველაფერი ცუდი გაქრა და მიმოიფანტა.
ამ პერიოდში გასათხოვარი გოგონები დილით წყლიან დოქში ყრიან შავ მონეტებს, ხოლო საღამოს მზის ჩასვლასთან ერთად ღვრიან ამ წყალს მონეტებთან ერთად. სუფრა ამ დღეს განსაკუთრებულია. სუფრაზე უნდა იყოს 7 დასახელების კერძი, რომელთა სახელები იწყება ასო "ს"–თი: სუმახ, სკედ(რძე), სირკე(ძმარი), სემენა(ხორბლის ფაფა), საბზი(მწვანილი) და სხვა.ამათ გარდა სუფრაზე უნდა ეწყოს სარკე, სანთელი, შეღებილი კვერცხი. სანთელი ნიშნად სინათლის და ცეცხლის, რომელიც ადამიანს ბოროტი სულებისაგან იცავს. კვერცხი და სარკე სიმბოლოა ძველი წელის დამთავრებისა და ახალი წლის პირველი დღის დადგომისა. ახალი წლის ზეიმი მთავრდება ნოვრუზის მეცამეტე დღეს. ამ დღეს ქალაქგარეთ ტარდება სახალხო სეირნობები, ძველი თამაშობები: დოღი, სხვადასხვაგვარი შეჯიბრებები, სადაც ყველან მონაყილეობენ.
ტრადიციული ორთა ბრძოლაა გიულეში, სადაც ერთმანეთს ეჯიბრებიან არა მარტო სხეულის სიძლიერეში, არამედ სულიერ ამტანობაშიც. გიულეში აზაერბაიჯანული კულტურის სავიზიტო ბარათი გახდა.